Skip to content Skip to footer

სოციალური შემწეობიდან საკუთარ ბიზნესამდე – ნაგომარელი ჯონი ნაჭყებიას წარმატების ისტორია

2012 წლიდან 2021 წლამდე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგომარში მცხოვრები ჯონი ნაჭყებია სოციალურად შეჭირვებულთა ბაზაში ირიცხებოდა. თუმცა საბოლოოდ, მან საკუთარი ბიზნესის შექმნა და ასევე, 30 თანასოფლელის დასაქმება შეძლო. დღეს ჯონი ნაჭყებია ძმასთან ერთად ჩაის საწარმოს ”გურულები” ხელმძღვანელობს და მუდმივად ფიქრობს ბიზნესის განვითარებაზე. საწარმოს აღჭურვილობა ჯონი ნაჭყებიამ ”საქართველოს ბანკი ბიზნესის” დაფინანსებით შეიძინა, რამაც წარმოების გაზრდაში გარდამტეხი როლი შეასრულა.