Skip to content Skip to footer

სტიქიურის ნაცვლად, როტაციული ძოვება, – რა სჭირდება საძოვრების აღდგენას საქართველოში

“ყველაზე დაუცველი ეკოსისტემები მშრალი და მაღალმთიანი საძოვრებია” – ეუბნება ” აგროს სიახლეებს” ბოტანიკოსი გიორგი არაბული. მისი თქმით, ასეთ ზონებში გაუდაბნოება დაწყებულია. არასწორი და უკონტროლო ძოვება კიდევ უფრო ანადგურებს იალაღებს. მთაში საძოვრები ფერდობებზეა, რაც უკვე ეროზიული რისკია.

“რეგიონის მოსახლეობამ, რომელიც პირუტყვისთვის საძოვრებს იყენებენ, მისი სწორად მართვა უნდა ისწავლოს. ამ დროს საუკეთესო გამოსავალია როტაციული ძოვება. ამ დროს მცენარეულ საფარს თვითაღდგენისთვის დრო ეძლევა და საძოვრის ხარისხი მეტ-ნაკლებად დამაკმაყოფილებელია. ამ ეტაპზე სოფლების უმრავლესობაში ნახირი სტიქიურად ძოვს, რაც მინდვრებს აზიანებს და საქონელს ყოველ წელს იალაღებზე სულ უფრო ნაკლები ბალახი ხვდება,” – ამბობს არაბული.

როტაციული ძოვების ეფექტიანობაზე ბოტანოკისი კიდევ უფრო მეტსაც ამბობს: 👇