Skip to content Skip to footer

ტექნიკურ გადაიარაღებასა და ჰასპის სტანდარტებაში გიორგი მელუას USAID-ი დაეხმარა

2018 წელს ლანჩხუთის მკვიდრ გიორგი მელუას დაფნის გადამამუშავებელი საწარმოს შექმნა მშობლიურ ქალაქში შემთხვევით არ გადაწყვიტა. ეს ახალგაზრდა მეწარმეს ბაზარმა თავად უკარნახა. ადგილობრივ მწარმოებლებს დაფნის ჩაბარება მეზობელ რეგიონებში უხდებოდათ, Black Sea Laurus-ის გახსით, კი ლოგისტიკური ხარჯიც შეუმცირდათ, დროც მოიგეს და ნედლეულის სასაქონლო ვიზუალის შენარჩუნებაც უფრო გამარტივდა. საწარმოში დასაქმდა 160-მდე ადგილობრივი, რომლებსაც მანამდე სამუსაოდ თურქეთში წასვლა უწევდათ. როგორც გიორგი მელუა გვეუბნება, ფინანსური გამოწვევები მან სახელმწიფო პროგრამების დახმარებით დაძლია: ჯერ “აპმას” კონსკურსში გაიმარჯვა და მიღებული თანხა საწარმოს მშენებლობას მოახმარა. მოგვიანებით, “შეღავათიანი აგროკრედიტითაც” ისარგებლა. ამ სასესხო თანხის 15 პროცენტი კი, ქეშბექის სახით, “იბიარდის” დაფინანსებით, დაუბრუნდა. პირველივე წელს 80 ტონა ფოთოლი გადამუშავება შეძლეს. ტექნიკურ გადაიარაღებასა და ჰასპის სტანდარტის დანერგვაში გიორგი მელუას USAID-ი დაეხმარა.