Skip to content Skip to footer

ყველის ფრანგული სახეობების წარმოება დმანისში

ფრანგული ყველის წარმოების ტექნოლოგია მწარმოებელმა ბექა ხმალაძემ საფრანგეთში შეისწავლა. საქართველოში დაბრუნებულმა თეორიული ცოდნა პრაქტიკაში დმანისის მუნიციპალიტეტის ალპურ ზონაში გადაიტანა. მწარმოებელმა მომხმარებელს საკუთარი ნაწარმი ღონისძიება „მეცხოველეობა ექსპო 2023“-ზე გააცნო.