Skip to content Skip to footer

შეუძლია თუ არა საქართველოს იყოს რეგიონში სამედიცინო ტურიზმის ჰაბი

რეგიონის მოსახლეობაში ონკოპაციენტებისთვის, მათ შორის საქართველოდანაც, ონკო-სერვისის მთავარი მიმწოდებელი ამ ეტაპზე რეგიონში თურქეთია. არადა, ჯანდაცვის სწორი პოლიტიკის შემთხვევაში, სამედიცინო ტურიზმში ჰაბობა რომ საქართველომ იტვირთოს, პესპექტივაში სავსებით რეალურია, თუმცა ახლო მომავალში, ამჟამინდელი ხელისუფლების არათანმიმდევრულობის გამო, სერგო ჩიხლაძე ამის შესაძლებლობას ვერ ხედავს.

ჯანდაცვის სერვისებით უკმაყოფილო განსაკუთრებით ონკოპაციენტებია. ვისაც საშუალება აქვს საზღვარგარეთ მკურნალობას არჩევს. ამას სოციალურ ქსელში სახელდახელოდ ჩატარებული ჩვენი მცირე გამოკითხვაც ადასტურებს. დავწერეთ პოსტი, სადაც მოქალაქეებს ვთხოვეთ პირადი გამოცდილება გაეზიარებინათ სოფლებსა და რეგიონებში სამედიცინო სერვისების ხელმისაწვდომობაზე. გამოკითხული ადამიანების აბსოლუტური უმრავლესობა უკმაყოფილოა.

ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის ნაკლებობაზე მხოლოდ ონკოლოგიური პაციენტები არ ჩივიან. სამტრედიის მოსახლეობა ექიმების უყურადღებობასა და დაბალ კვალიფიკაციზე, დაბალი დონის სერვისზე, სამედიცინო სერვისების სიძვირეზე,  ამბულატორიებისა და საავადმყოფოების მოიწესრიგებელ ინფტასრუქტურაზე ჩივიან. ქვეყნის რეგიონებში ზოგადი ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა არათანაბრად ნაწილდება. რიგ სოფლებში არათუ ხარიხსია პრობლემა, არამედ საერთოდ არ არის სამედიცინო სერვისი მიწოდებული. პრობლემა კიდევ უფრო მწვავეა მთიან ზონებში. სერგო ჩიხლაძე ამბობს, რომ სოფლებსა და რეგიონებში სამედიცინო სერვისები საერთასორისო სტანდარტებს ბევრად ჩამორჩება.

რატომ არ ენდოაბიან ქართველი პაციენტები ადგილობრივ სამედიცინო სისტემას, წაიკითხეთ აქ ?

საქართველოში ბუნებრივი მატების უარყოფითი ტენდენცია გრძელდება. ზრდასრულ ასაკში გარდაცვალების მიზეზებს შორის სისხლის მიმოქცევის სისტემის დაავადებები და სიმსივნეები ჭარბობს. როგორ მუშაობს სკრინინგ პროგრამა და რამდენად გამართული და თანაბრადხელმისაწვდომია სამედიცინო სერვისები რეგიონებში, სოფლად? ენდობიან თუ არა პაციენტები ქართულ მედიცინას? დეტალები გაიგეთ აქ ?