შვედური კომპანია, SweGreen მწვანილის, ბოსტნეულისა და კენკრის მოსაყვანად ფერმებს სარეალიზაციო წერტილებში, სუპერმარკეტებშივე, აშენებს.
ამისთვის სტარტაპი ჰიდროპონიკს იყენებს. ესაა მიწის მაგივრად წყალში მინერალური ბამბის სუბსტრატი.
მყიდველები თვალს ადევნებენ პროდუქტის ზრდის პროცესს და შეიძინონ ახლადმოკრეფილი მოსავალი.
SweGreen-ის ფერმების განთავსება, ასევე, რესტორნებში, სასტუმროებში, უნივერსიტეტებსა და საცხოვრებელ კორპუსებში არის შესაძლებელი.
რატომ არის კარგი მოავლის მირების ასეთი ინოვაციური მეტოდი? რას ვზოგავთ ამ დროს?
ამგვარი მიდგომით შესაძლებელი ხდება წყლის დეფიციტისა და სასოფლო-სამეურნეო მიწების ნაკლებობის აღმოფხვრა, ასევე გეოპოლიტიკაზე დამოკიდებულების შემცირება.
მოსავლის ასეთი მეთოდით მიღება გარემოსდაცვითი მიმართულებითაც ძალიან სასარგებლოა, რადგან ამცირებს გამონაბოლქვს, რადგან საჭირო აღარაა ლოგისტიკა, შესაბამისად, ლოგისტიკისთვის განკუთვნილი ხარჯიც მცირდება და ასევე ტრანსპორტირებისთვის სპეც.შეფუთვის ხარჯიც ანულირდება. ხილისა და ბოსტნეულის ადგილზე მოყვანა ასევე ახანგრძლივებს შენახვის ვადას ახანგრძლივებს და აუმჯობესებს მის გემოს.
ცნობისთვის, ამჟამად SweGreen-ს 100-მდე სხვადასხვა სახის მცენარის, მათ შორის, სალათის ფოთლის, კამის, პიტნისა და ოხრახუშის მოყვანა შეუძლია. კომპანია აფართოებს პორტფოლიოს და გეგმავს მიკრომწვანილის ხაზის გადამატებასაც, ტესტავს მარწყვის წარმოების დაწყებასაც.
სუპერმარკეტის ზომიდან და მისი საჭიროებიდან გამომდინარე, SweGreen-ის მომხმარებელს შეუძლია, 45 მ2 ფართობზე დღეში 300 მცენარის ან 12 მ2-მდე ფართობზე დღეში, მაქსიმუმ, 116 მცენარის მოშენება აირჩიოს.