Skip to content Skip to footer

შვეიცარია ისტორიაში პირველად შესაძლოა, რძის იმპორტიორი გახდეს

შვეიცარიამ, შესაძლოა, მსოფლიოში ცნობილი ყველის წარმოება შეწყვიტოს და ისტორიაში პირველად რძის იმპორტიორი ქვეყანა გახდეს. ამის შესახებ რძის პროდუქტების მწარმოებელთა ფედერაციის პრეზიდენტმა, ბორის ბერემ გაზეთ Le Temps-თან ინტერვიუს დროს განაცხადა.

მიზეზად ქვეყანაში რძის ფერმების დახურვა სახელდება.

ბორის ბერეს თქმით, თუ ხელისუფლება არაფერს გააკეთებს, მალე ქვეყანა რძის შესყიდვას დაიწყებს.

„მსოფლიოში შვეიცარული ყველის პოპულარობის მიუხედავად, მისი წარმოება სულ უფრო წამგებიანი ხდება. ქვეყანაში რძის ფასების ამჟამინდელი დონე ფერმერებს წარმოების ხარჯების დაფარვის საშუალებას არ აძლევს, ამიტომ ისინი იძულებული ხდებიან, ფერმები დახურონ,” – ამბობს ბერე.

მისივე ინფორმაციით, შვეიცარიის სასოფლო-სამეურნეო ფართობების 80% საძოვრებია და ქვეყანა მთლიანად ორიენტირებულია რძის წარმოებაზე..