Skip to content Skip to footer

შინაურ ბინადარ ცხოველთა კეთილდღეობის კანონშემოქმედებით პროცესში კინოლოგები არ ჩართეს

“ოცნება” ცდილობს კანონების შემუშავებისა და მიღების ისეთი პრაქტიკა დაამკვდროს, რომ კანონშემქმედებით პროცესში ნაკლებად, ან საერთოდ არ გაითვალისწინოს სექტორების მოსაზრება, იმ სექტორების, რომლებსაც მათი კანონები პირდაპირ ეხებათ. ასეთია ხალხის მიერ “რუსულ კანონად” წოდებული “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონი”, ე.წ “ოფშორების კანონი” და რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, ერთი შეხედვით, სრულიად უწყინარი “შინაურ ბინადარ ცხოველთა კეთილდრეობის შესახებ კანონიც”(ჯერ-ჯერობით კანონპროექტი), რომელიც ამ სფეროში მომუშავე ორგანიზაციებისა და სპეციალისტების დიდ კრიტიკას იწვევს.

14 მაისს, პარლამენტმა, საზოგადოების მწვავე პროტესტის მიუხედავად, დაამტკიცა “აგენტების კანონი”, რომლის უკან გაწვევას, თითქმის ყველა სფეროს წარმომადგენლებთან ერთად, ითხოვდნენ ცხოველთა უფლებადამცველებიც.

“ოცნების” კანონშემოქმედებითი ლოგიკის არათანმიმდევრულობაში კიდევ ერთხელ დარწმუნდებით “აგროსიახლეების” ინტერვიუდანაც, რომელშიც ვსაუბრობთ რა რისკია, რომ დღემდე ძაღლის არცერთი ქართული ენდემური ჯიში დარეგისტრირებული არ არის. რატომ არ ჩართეს შინაურ ბინადარ ცხოველთა კეთილდღეობის საკითხების გადაწყვეტაში საქართველოს კინოლოგიური ფედერაცია, რომელიც საერთაშორისო კინოლოგიური ფედერაციის სრულუფლებიანი წევრია. რა შენიშვნები აქვთ კინოლოგებს კანონპროექტთან, რომელმაც ქუჩის მიუსაფარ ცხოველთა პრობლემის მოგვარებასთან ერთად, საზოგადოებაში კომპანიონი ცხოველების ადამიანებთან თანაარსებობისთვის ღირსეული და უსაფრთხო პირობები უნდა უზრუნველყოს.

სრული გადაცემნა ნახეთ აქ 👇

შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ კანონის პროექტთან დაკავშირებულ კითხვებს უპასუხა პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ხატია წილოსანმა. კანონის პროექტზე საკომიტეტო მოსმენები მიმდინარეობს და მისი ინიციატორი არის სწორედ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი.

ხატია წილოსანი ამტკიცებს, რომ კანონშემოქმედებით პროცესში გაითვალისწინეს საერთაშორისო გამოცდილება. გაიმართა 60-მდე შეხვედრა საჯარო განხილვებისთვის. ცხოველთა კეთილდღეობისთვის საჭირო სერვისებისთვის ბიუჯეტიდან 2024-2026 წლებში ეტაპობრივად 80 მლნ ლარი გამოიყოფა.

შინაურ ბინადარ ცხოველთა იდენტიფიცირება-რეგისტრაციის სისტემატიზებაში სახელმწიფოს FAO დაეხმარება.

ქვეყანაში უსახლკარო ცხოველები და გზები ადგილობრივი დონის ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევებად დასახელდა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და CRRC-საქართველოს ერთობლივი კვლევაში. ანგარიშის მიხედვით, 2020 წლის შემდეგ უსახლკარო ცხოველებთან დაკავშირებული პრობლემის სიმწვავე საგრძნობლადაა გაზრდილი. ეს საკითხი მოსახლეობის უმრავლესობას (68%) აწუხებს, განსაკუთრებით კი თბილისსა და პატარა ქალაქებში. 

ბევრ სხვა სიახლესთან ერთად, მიმკედლებლის უფლება-მოვალეობები ახლებურად დარეგულირდება. ახლებურადაა დანახული კომპანიონი ცხოველის დაკარგვა-პოვნასთან დაკავშირებული საკითხებიც. მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში ცხოველთა ყოლაზე ლიმიტი წესდება.

შემოდის საშენების ავტორიზაციის ვალდებულება. გაწერილია საშენში ცხოველთა ლიმიტიც.

სრული გადაცემა ნახეთ აქ 👇

გთავაზობთ ამ თემაზე გაკეთებული გადაცემების ბმულებს ჩვენი მდიდარი არქივიდან:  👇