Skip to content Skip to footer

შინაურ ბინადარ ცხოველთა კეთილდღეობის კანონშემოქმედებით პროცესში კინოლოგები არ ჩართეს

“ოცნება” ცდილობს კანონების შემუშავებისა და მიღების ისეთი პრაქტიკა დაამკვდროს, რომ კანონშემქმედებით პროცესში ნაკლებად, ან საერთოდ არ გაითვალისწინოს სექტორების მოსაზრება, იმ სექტორების, რომლებსაც მათი კანონები პირდაპირ ეხებათ. ასეთია ხალხის მიერ “რუსულ კანონად” წოდებული “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონი”, ე.წ “ოფშორების კანონი” და, რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, ერთი შეხედვით, სრულიად უწყინარი “შინაურ ბინადარ ცხოველთა კეთილდრეობის შესახებ კანონიც”(ჯერ-ჯერობით, კანონპროექტი), რომელიც ამ სფეროსში მომუშავე ორგანიზაციებისა და სპეციალისტების დიდ კრიტიკას იწვევს.

ინტერვიუდან გაიგებთ, რა რისკია ის ფაქტი, რომ ძაღლის არცერთი ქართული ენდემური ჯიში დარეგისტრირებული არ არის. რატომ არ ჩართეს შინაურ ბინადარ ცხოველთა კეთილდღეობის შესახებ კანონშემოქმედებით პროცესში საქართველოს კინოლოგიური ფედერაცია, რომელიც საერთაშორისო კინოლოგიური ფედერაციის სრულუფლებიანი წევრიცაა. რა შენიშვნები აქვთ კინოლოგებს კანონპროექტთან, რომელმაც ქუჩის მიუსაფარ ცხოველთა პრობლემის მოგვარებასთან ერთად, საზოგადოებაში კომპანიონი ცხოველების ადამიანებთან თანაარსებობისთვის ღირსეული და უსაფრთხო პირობები უნდა უზრუნველყოს.

სრული გადაცემა ნახეთ აქ 👇