სახელმწიფოს შინაურ ბინადარ ცხოველთა იდენტიფიცირება-რეგისტრაციის პროცესის გამართვაში FAO დაეხმარება, – ამის შესახებ დეპუტატმა ხატია წილოსანმა “აგროსიახლეებს” განუცხადა. მისი თქმით, მიზანმიმართულად მიმდინარეობს კანონპროექტზე დეზინფორმაციის გავრცელება, რაც პროცესს დადებითად არ წაადგება.
“გარკვეულმა პოლიტიკურმა ძალებმა ცხოველების მიკვლევადობისთვის საჭირო იდენტიფიცირება-რეგისტრაციის, იგივე ჩიპირების, ვალდებულების პოლიტიზირება სცადეს” – ამბობს ხატია წილოსანი.
“აგროსიახლეები” ამ თემაზე გადაცემას ამზადებს, რომელსაც შაბათს, 16 საათზე, “აგროგარემო TV-ის” ეთერში შემოგთავაზებთ. მანამდე კი გთავაზობთ ამ თემაზე გაკეთებული გადაცემების ბმულებს ჩვენი მდიდარი არქივიდან: