Skip to content Skip to footer

ცხოველთა კეთილდღეობისთვის საჭირო სერვისებისთვის ბიუჯეტიდან 80 მლნ ლარი გამოიყოფა

2024-2026 წლებში ცხოველთა კეთილდღეობისთვის კანონით განსაზღვრული სახელმწიფო სერვისების შეუფერხებელი და ხარისხიანი მიწოდებისთვის ბიუჯეტიდან ეტაპობრივად 80 მლნ ლარი გამოიყოფა, – ამის შესახებ “აგროსიახლეებთან” საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, ხატია წილოსანმა განაცხადა.

მისი განმარტებით, ცხოველთა უფლებადამცველ ორგანიზაციებს ცალკეული მიმართულებებით, მაგალითად, სტერილიზაცია-კასტრაციაში ჩართვა შეეძლებათ, თუმცა, მხოლოდ იმ შემხვევაში, თუ მათ ამ საქმეს ადგილობრივი მუნიციპალიტეტი “აუთ-სორსის”(გარემომსახურების) ფორმით ანდობს.

„შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის საკომიტეტო განხილვები 26 თებერვალს დაიწყო.

შინაურ ბინადარ ცხოველთა იდენტიფიცირება-რეგისტრაციის სისტემატიზებაში სახელმწიფოს FAO დაეხმარება.

შეგახსენებთ, ქვეყანაში უსახლკარო ცხოველები და გზები ადგილობრივი დონის ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევებად დასახელდა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და CRRC-საქართველოს ერთობლივი კვლევაში. ანგარიშის მიხედვით, 2020 წლის შემდეგ უსახლკარო ცხოველებთან დაკავშირებული პრობლემის სიმწვავე საგრძნობლადაა გაზრდილი. ეს საკითხი მოსახლეობის უმრავლესობას (68%) აწუხებს, განსაკუთრებით კი თბილისსა და პატარა ქალაქებში. 

“აგროსიახლეები” ამ თემაზე გადაცემას ამზადებს, რომელსაც შაბათს, 16 საათზე, “აგროგარემო TV-ის” ეთერში შემოგთავაზებთ. მანამდე კი გთავაზობთ ამ თემაზე გაკეთებული გადაცემების ბმულებს ჩვენი მდიდარი არქივიდან: 👇