Skip to content Skip to footer

ცხოველს ყველაზე მეტად ორპირი ქარის ეშინია – სპეციალისტის რჩევები

გრილი სადგომები, ვენტილაცია, სუფთა წყალზე მუდმივი წვდომა, საკვებდანამატები და ღამით ძოვება – ესაა ის მინიმალური აუცილებელებლობა, რაც ფერმერმა უნდა უზრუნველყოს სითბური სტრესის შესამცირებლად და პროდუქტიულობის შესანარჩუნებლად. ყინვის დროს ქარის კონტროლიც აუცილებელია. აღმოჩნდა, რომ ცხოველს ყველაზე მეტად ორპირი ქარის ეშინია და თუ ამას თან ყინვაც ერთვის, შესაძლოა ლეტალური შედეგიც დადგეს. ეს დეტალი ფერმის აშენების დროსაც გასათვალისიწნებელია. ფერმერმა უნდა გათვალოს ისიც, რომ სიცივეში პირიტყვს მეტი ენერგეტიკული ღირებულების საკვები სჭირდება. მოისმინეთ სპეციალისტის რჩევები

ცხოველს, როგორც წესი, თანაბრად უჭირს ყინვის დროსაც და სიცხის დროსაც. ამ დროს მას უჩნდება სტრესი, რაც პირდაპირ მოქმედებს როგორც პირუტყვის შიდა ფიზიოლოგიურ პროცესებზე, ასევე მის ქცევაზე, რომელიც ხშირ შემთხვევაში, კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს მის კეთილდღეობას, აქვეითებს პირუტყვის ჯანმრთელობას და მის პროდუქტიულობას.

მსხვილფეხა რქოსანი პირიტყვისთვის იდეალური ტემპერატუურა 18-20 გრადუსია. 20 გრადუსს ზემოთ ცხოველს სითბური სტრესი ეწყება. 30 გრადუსს ზემოთ კი შესაძლოა ცხოველი დავკარგოთ კიდეც.

რა იცის კლიმატური ცვლილების რისკზე ქართველმა ფერმერმა, აცნობიერებს თუ არა პრობლემისა და საფრთხის მასშტაბს და რამდენად ემზადება პრევენციული ღონისძიებებისთვის, – ამის გარკვევა “აგრო სიახლეებმა” გადაწყვიტა სოფლის მეურნეობის საერთაშოირო ასოციაციის თავმჯდომარესთან, თავადაც ფერმერთან, ამირან კოჩალიძესთან, რომელსაც თბილისთან ახლოს მდებარე ფერმაში ვესტუმრეთ და ინტერვიუც ადგილზე, სავალე ვითარებაში, ჩავწერეთ. 👇

ცხოველებში სითბური სტრესის რისკების შესახებ დეტალები ნახეთ აქ 👇

სრული გადაცემა ნახეთ აქ 👇