Skip to content Skip to footer

წელს საქართველომ 1,035.36 ტონა ჩაი იყიდა

მიმდინარე წლის იანვარ-მაისში საქართველომ 4,069.68 ათასი დოლარის ღირებულების  1,035.36 ტონა ჩაი იყიდა. 2022 წლის 5 თვეში კი ჩაის იმპორტმა 931.76 ტონა შეადგინა. შესაბამისად ზრდა 11%-ია.

საქართველოში ჩაის იმპორტმა რეკორდს 2020 წელს მიაღწია, როდესაც ქვეყანაში ჩაის იმპორტი ბოლო 14 წლის მაქსიმუმზე დაფიქსირდა. საქსტატის ინფორმაციით, 2022 წელს საქართველომ სულ 2,936.33 ტონა ჩაი იყიდა საერთაშორისო ბაზრებიდან.

2022 წელს კი 2021 წელთან შედარებით ქვეყანა  ჩაის იმპორტი 11%-ით გაიზარდა. 

2023 წლის იანვარ-მაისის სტატისტიკით საქართველოში იმპორტირებული ჩაის 45%-ი თურქეთზე მოდის.

სად ყიდულობს საქართველო ჩაის:

  • თურქეთი – 461.96 ტონა;
  • რუსეთი – 167.39 ტონა;
  • აზერბაიჯანი – 156.03 ტონა;
  • შრი-ლანკა – 148.48 ტონა;
  •  ირანი – 36.64 ტონა;

წყარო: Business Insider Georgia

ცნობისთვის, 2016 წელს საქართველოში მთავრობამ შეიმუშავა პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს 7000 ჰექტარზე არსებული და მიტოვებული პლანტაციის რეაბილიტაციას, უახლოესი წლების განმავლობაში.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, ამჟამად, ჩაის პლანტაციები 19 ათას ჰექტრამდე ფართობზეა შემორჩენილი, აქედან ექსპლუატაციაშია 2.4 ათას ჰექტარი, დანარჩენი 16.6 ათასი ჰექტარი გატყევებულია და ეკალ-ბარდებითაა დაფარული. აქედან დაახლოებით 7.5 ათასი ჰექტარი რეაბილიტაციას ექვემდებარება. ჩაის მწარმოებელი რეგიონებია: გურია, სამეგრელო, აჭარა და იმერეთი. 

საქართველოში, ხელსაყრელი ნიადაგურ-კლიმატური პირობების გამო, ჩაის კრეფის სეზონი 6 თვე გრძელდება. დარგის ექსპერტების აზრით, ნედლეულის მაღალი ხარისხი და კონკურენტული ფასი ქართული ჩაის ძირითად უპირატესობას წარმოადგენს.

რაც შეეხება, ჩაის ადგილობრივ წარმოებას და ექსპორეტს, დეტალებს გაეცანით აქ ?