🌿 ლიმონი — სითბოსა და ჯანმრთელობის სიმბოლო ჩვენს სახლში
ლიმონი სუბტროპიკული მცენარეა, რომლის სამშობლოა სამხრეთ–აღმოსავლეთი აზია. დღეს ის არა მხოლოდ სამკურნალო და სასარგებლო მცენარედ, არამედ ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ოთახის მცენარედაც ითვლება.
🍋 სასარგებლო თვისებები:
ლიმონის წვენი მდიდარია კალიუმით, ლიმონის მჟავათი, შაქრებითა და ვიტამინებით — C, A, B და D ჯგუფით. მისი ქერქი (ცედრა) შეიცავს სამჯერ მეტ C ვიტამინს, ვიდრე რბილობი, ასევე ციტრინსა და P ვიტამინს, რაც აძლიერებს იმუნურ სისტემას და ხელს უწყობს ენერგიის აღდგენას.
🌿 ლიმონის ხე ოთახში:
ლიმონი წმენდს ჰაერს, ამშვიდებს ნერვულ სისტემას და ქმნის სასიამოვნო მიკროკლიმატს. მას სჭირდება მზიანი, მსუბუქად გასანიავებელი გარემო და რეგულარული მორწყვა — განსაკუთრებით მაისიდან სექტემბრამდე. ზამთარში წყლის რაოდენობა უნდა შემცირდეს, ხოლო ტემპერატურა იყოს 10–14°C.
🌱 გამრავლება და მოვლა:
ლიმონი შეიძლება გამრავლდეს კალმებით ან კურკით, თუმცა კურკით ამოსული მცენარე ნაყოფს მხოლოდ 12–15 წელიწადში იძლევა, ამიტომ უმჯობესია დამყნობა. საჭიროა კომპლექსური სასუქი, სინათლე და დროული გადარგვა ზომიერად დიდ ქოთანში.
🍋გახსოვდეთ:
– თუ ლიმონის ფოთლები არის ღია მწვანე ან უფერული მას აკლია სინათლე ან სასუქი.
– თუ ლიმონის ფოთლები ან კვირტები ყავისფერია ესე იგი აკლია სინესტე უნდა მოუმატოთ სინესტეს ან მოვრწყათ უფრო ხშირად
– თუ არ ყვავილობს ამის მიზეზი შეიძლება იყოს ძალიან ვიწრო ქოთანი, გადარგეთ და დაუმატეთ სასუქი.
🪳🕷️🦟ლიმონის მავნებლებად ითვლება მწერები და ტკიპები, ამიტომ ხშირად ( 5-6 დრეში ერთხელ ) უნდა დავათვალიეროთ ცალკ ცალკე ლიმონის ყველა ფოთოლი როგორც წაღმა ისე უკანა მხარეს და თუ აღმოვაჩენთ მავნებელს, ჩამოვრეცხოთ ოთახის ტემპერატურის საპნიანი წყლით.
✨ ტრადიცია და სილამაზე ერთ ქოთანში — ლიმონი ჩვენი ოთახის მზეა.