? გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და შვედეთი საქართველოს კლიმატგონივრულ განვითარებაში მხარდაჭერას აგრძელებს. როგორ სრულდება კლიმატური დაპირება საქართველოში და მერების შეთანხმება მუნიციპალიტეტებში? კლიმატონი, – კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული ადგილობრივი პროექტების მარათონი, – შედეგები და შეფასებები.
? საქართველო ბიოტექნოლოგიების საერთაშორისო რუკაზე წლების წინ დაკავებულ ადგილს განიმტკიცებს – 17,5 მილიონი ლარის ინვესტიციით თბილისში GMP სტანდარტით აღჭურვილი ფაგების ახალი საწარმო გაიხსნა. როგორ მუშაობს და რა გეგმები აქვს ქარხანას, რომელიც სამხრეთ კავკასიაში პირველია წამლის თხიერი, სტერილური ფორმით წარმოების სრული ციკლით.
გადაცემის რესპონდენტები:
ნიკ ბერესფორდი – გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში.
ხათუნა ზალდასტანიშვილი – შვედეთის საელჩოს გარემოსდაცვითი პროგრამების ხელმძღვანელი.
ეკატერინე მიქაძე – გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის მენეჯერი.
სტუმრის ბლოკში: City Institute Georgia (CIG)-ს წარმომადგენელი გვანცა სალუქვაძე.
? უყურეთ აგროგარემო TV – ზე გადაცემა “აგრო სიახლეებს” ბელა გელაშვილთან ერთად მაუწყებელთა ალიანსის რეგიონულ არხებზეც.
სილქ TV– 284
მაგთი TV – 57
ახალი TV – 276
Myvideo; ახალი ქსელებისა და სხვა IP და საკაბელო მაუწყებლების ეთერით.