ქართული კერძების აკრედიტაცია, საგადასახადო შეღავათები ადგილობრივი აგრონაწარმის შემსყიდველებს, სოფლის მეურნეობის და გასტრონომიული კულტურის სინერგიული სტიმული, სამეცნიერო და კვლევითი კომპონენტის გაძლიერება – სპეციალისტების რეკომენდაციების არასრული ჩამონათვალი, რომლებიც, მათი აზრით, განვითარების გეგმებსა და სტრატეგიებში უნდა გაიწეროს. რა კეთდება და რა ვერ კეთდება დღეს ქვეყანაში იმისთვის, რომ სწორად გაიწეროს პრიორიტეტები და თვალსაჩინო ადგილი დაეთმოს კულტურასა და კულინარიას? რა როლი აქვს ამ ყველაფერში სახელმწიფოს, კერძო სექტორს და რიგით მოქალაქეებს? – გასტრონომიული კულტურისა და აგროტურიზმის სფეროს ექსპერტების მოსაზრებები „აგრო სიახლეებში“.
გადაცემაში მონაწილე რესპონდენტები:
დალილა ცატავა – გასტრონომიული კულტურის მკვლევარი, საქართველოს გასტრონომიის ასოციაციის პრეზიდენტი.
ქეთი კვიჭიძე – “გასტრონომიული და სოფლის ტურიზმის ასოციაციის” დამფუძნებელი
უყურეთ აგროგარემო TV – ზე გადაცემა “აგრო სიახლეებს” ბელა გელაშვილთან ერთად მაუწყებელთა ალიანსის რეგიონულ არხებზეც.
სილქ TV– 284
მაგთი TV – 57
ახალი TV – 276
Myvideo; ახალი ქსელებისა და სხვა IP და საკაბელო მაუწყებლების ეთერით.
