🔴კახეთში ღვინის, ვაზისა და უძველესი ტრადიციების გვერდით, კიდევ ერთი გამორჩეული გემო ცხოვრობს, – კახური შაშხი. პროდუქტი, რომელიც კახეთის ტყეში იწყება და ქართულ სუფრამდე საუკუნეების ისტორიას მოაქვს. ტყეში ნაკვები ღორი, ტრადიციული შებოლვის ტექნოლოგია, ფერმერის შრომა და გემო, რომელმაც დროს გაუძლო. 2024 წლიდან „კახური შაშხი“ უკვე დაცული გეოგრაფიული აღნიშვნის მქონე ქართული პროდუქტია, რაც ნიშნავს, რომ მისი უნიკალურობა ოფიციალურადაა აღიარებული და დაცული. რატომ ითვლება კახური შაშხი ქართული გასტრონომიის ერთ-ერთ ნამდვილ მარგალიტად? ნახეთ ჩვენი სპეციალური რეპორტაჟი თელავიდან ისტორიაზე, ტრადიციასა და გემოზე, რომელიც კახეთს სულ სხვანაირად დაგანახებთ.
🔴ნორიოში, მზიურის აგარაკებზე მცხოვრები ოჯახი უკვე სამი წელია ითხოვს მდინარის კალაპოტის გამაგრებასა და ჯებირების მოწყობას, თუმცა უშედეგოდ. მათი თქმით, ადიდებულმა წყალმა უკვე წაიღო ეზოს ნაწილი და დამხმარე ნაგებობები, ახლა კი უშუალოდ სახლს ემუქრება. ოჯახი ამბობს, რომ დახმარებისთვის არაერთ უწყებას მიმართეს, 112-ს, გამგეობას, გარემოსდაცვით სამსახურებს, თუმცა, ამ დრომდე ვერავინ ეუბნება, ვის ეკისრება პასუხისმგებლობა კალაპოტში ჩახერგილი ხეების გაწმენდასა და სტიქიის პრევენციაზე?
🔴ხარაგაული უდიდეს ტრაგედიას გადაურჩა. ძლიერი წვიმის შემდეგ, სოლომონ მეფის ქუჩაზე მდებარე მილიონლარიანი სკვერის ნაწილი ჩამოიშალა, ნანგრევებში ჩავარდნილი ბავშვი კი ადიდებულ მდინარე ჩხერიმელაში ჩავარდა, საიდანაც მაშველებმა და ადგილობრივებმა დროულად ამოიყვანეს. ქვეყანაში ეჭვქვეშაა მუნიციპალური პროექტების ხარისხი და კონტროლი, განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა ბოლო დღეებში მსგავსი პრობლემები თბილისშიც უხვად ვიხილეთ, მაგალითად, წყალი ჩამოვიდა ახლადრეაბილიტირებულ მეტროსადგურ „ავლაბარშიც“, რომლის რეაბილიტაციაზეც 4.2 მილიონი ლარი დაიხარჯა… და ეს მხოლოდ მცირე ნაწილია იმ პრობლემებისა, რომელსაც მოქალაქეები ყოველდღიურად ქუჩაში გადაადგილებისას ვაწყდებით.
გადაცემაში მონაწილე რესპონდენტები:
დავით ძნელაძე – კახური შაშხის მწარმოებელი
არჩილ ფეიქრიშვილი – ფერმერი
დავით ხარჩილავა – შეფმზარეული
თუთა ჯგუშია – „მზიურის აგარაკებზე“ მცხოვრები, დაზარალებული.
ბესიკ დონაძე – კორუფციის მკვლევარი.
უყურეთ აგროგარემო TV – ზე გადაცემა “აგრო სიახლეებს” ბელა გელაშვილთან ერთად მაუწყებელთა ალიანსის რეგიონულ არხებზეც.
სილქ TV– 284
მაგთი TV – 57
ახალი TV – 276
Myvideo; ახალი ქსელებისა და სხვა IP და საკაბელო მაუწყებლების ეთერით.