Skip to content Skip to footer

აგრო სიახლეები – გადაცემა 17 (სეზონი 16)

🔴კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა (CIU) და ჟურნალისტიკის რესურსცენტრმა (JRC) სამეცნიერო კონფერენციას – „აგროეკოლოგიური და კლიმატგონივრული რეპორტინგი და კომუნიკაცია“ – უმასპინძლეს, რომელიც წარმოადგენს სამხრეთ კავკასიაში პირველ აკადემიურ და ანალიტიკურ პლატფორმას, რომელმაც არაერთ კვლევით ნაშრომს მოუყარა თავი. ღონისძიება, დარგის ექსპერტების მონაწილეობით, პანელურ დისკუსიებსაც მოიცავდა. საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ორ სესიად წარიმართა. მასში პროფესორ-მასწავლებლებმა, მეცნიერებმა და სტუდენტებმა მიიღეს მონაწილეობა. პირველ დღეს საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის აკადემიური სფეროს წარმომადგენლებმა აუდიტორიას დარგობრივი კვლევის შედეგები გააცნეს. კონფერენციაში სტუდენტების აქტიური ჩართულობა მიზნად კლიმატგონივრულ ჟურნალისტიკაში ინოვაციების დანერგვასა და ცნობიერების ამაღლებას ისახავდა.

უყურეთ აგროგარემო TV – ზე გადაცემა “აგრო სიახლეებს” ბელა გელაშვილთან ერთად მაუწყებელთა ალიანსის რეგიონულ არხებზეც.
სილქ TV– 284
მაგთი TV – 57
ახალი TV – 276
Myvideo; ახალი ქსელებისა და სხვა IP და საკაბელო მაუწყებლების ეთერით.