Skip to content Skip to footer

აგრო სიახლეები – გადაცემა 20(სეზონი 16)

🔴სენაკის რაიონში სოფელ ეკიში თოლორაიების ოჯახს საკუთარ მამაპაპისეული სახლკარი იძულებით აქვს მიტოვებული, – უგზოობის გამო საკუთარ ეზომდე ვერ მიდიან. მაშინ როცა რეგიონების კეთილმოწყობაზე მილიონები იხარჯება, აგროტურიზმის ხელშესაწყობასაც ბიუჯეტიდან სოლიდური ფინანსები ხმარდება და სოფლებში მოსახლეობის ადგილზე დამაგრება “ქართულ ოცნებას“ პრიორიტეტების ნუსხაში აქვს გაწერილი, რატომღაც, ეკის ეს გზა ამ დრომდე არავის გახსენებია. გამოდის, რომ დახარჯული ძალისმევა და ფინანსები დისონანსშია რეალობასთან და წინააღმდეგობაში მოდის თოლორაიების (კიდევ არაერთი ოჯახის) დღევანდელობასთან. რას ამბობენ სენაკის მუნიციპალიტეტის მერიაში? – დეტალები “აგროსიახლეებში”.

🔴რამდენად ვიყენებთ ეკოტურიზმის პოტენციალს საქართველოში?ხობისა და ფოთის მაგალითზე ეკოტურიზამისა და აგროტურიზმის კოლაბორაციულ აუცილებლობაზე მოსახლეობაც და სპეციალისტებიც მიუთითებენ.
რა მიმართულებით სურს ხალხს მუნიციპალიტეტში ეკოტურიზმის განვითარება, რაც, თავის მხრივ, მათ ეკონომიკურ განვითარებაზეც უნდა აისახოს? – დეტალები “აგროსიახლეებში”

უყურეთ აგროგარემო TV – ზე გადაცემა “აგრო სიახლეებს” ბელა გელაშვილთან ერთად მაუწყებელთა ალიანსის რეგიონულ არხებზეც.
სილქ TV– 284
მაგთი TV – 57
ახალი TV – 276
Myvideo; ახალი ქსელებისა და სხვა IP და საკაბელო მაუწყებლების ეთერით.