Skip to content Skip to footer

აგრო სიახლეები – გადაცემა 21 (სეზონი 15)

🔴ქონებრივი გარანტიები სოფლებს, მოსახლეობის ჩართვა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, კომპეტენციების ადგილობრივ დონეზე გადანაწილება და დეცენტრალიზაცია, საზოგადოებრივი თვითმმართველობების გაძლიერება სოფლებში, – ეს ირაკლი კობახიძის 11 წლის წინანდელი შეხედულებებია. ყველაზე ამბიციური სურვილით, ყველაზე მეტი უკუსვლა თვითმმართველობის რეფორმაში – “აგრო სიახლეებში”.


🔴გურჯაანელმა სტარტაპერებმა მეფუტკრეებს ახალი ტექნოილოგია შესთავაზეს. “გოლდენ ნექტარი” ყვავილის მტვრის უდანაკარგოდ შეგროვების პროცესს აადვილებს და კლიმატურ რისკებსაც ამცირებს. ახალგაზრდა გამომგონებლების ბიზნესგეგემები ჩვენს რეპორტაჟში.

გადაცემაში მონაწილე რესპონდენტები:

ირაკლი კობახიძე – გაეროს განვითარების პროგრამის რეგიონული და ადგილობრივი განვითარების პროექტის მენეჯერი. (2014 წლის ჩანაწერი)

დავით ლოსაბერიძე – ექსპერტი ტვითმმართველობის საკითხებში, ისტორიის დოქტორი, კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი, ევროპის საბჭოს ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპული ქარტიის ექსპერტთა ჯგუფის წევრი, ადგილობრივი დემოკრატიის ქსელის გამგეობის თავმჯდომარე.

ნიკოლოზ  ზირაქაშვილი – სტარტაპერი. „გოლდენ ნექტარი“

გიორგი ჯაჭვაძე – სტარტაპერი. „გოლდენ ნექტარი“

🔴უყურეთ აგროგარემო TV – ზე გადაცემა “აგრო სიახლეებს” ბელა გელაშვილთან ერთად მაუწყებელთა ალიანსის რეგიონულ არხებზეც.
სილქ TV– 284
მაგთი TV – 57
ახალი TV – 276
Myvideo; ახალი ქსელებისა და სხვა IP და საკაბელო მაუწყებლების ეთერით. 👇