🔴 დიდთოვლობამ დასავლეთ საქართველოს რეგიონებს პრობლემები შეუმქმნა. 20 თებერვლის შემდეგ იმერეთში, გურიასა და აჭარაში უხვი ნალექის გამო გაჩერებულია მოძრაობა, სოფლების დიდი ნაწილი გარესამყაროს არის მოწყვეტილი და ხალხს გადაუდებელი დახმარება სჭირდება. გზის გაწმენდა, ელექტროენერგიის, წყლის და ბუნებრივი აირის მიწოდების აღდგენა და ზოგიერთი მივარდნილი სოფლიდან, მაღალმთიანი ზონებიდან, ევაკუაცია – ესაა დიდთოვლობაში მოყოლილების მოთხოვნები. ექსპერტებისა და ადგილობრივების მტკიცებით, პასუხისმგებელი უწყებები დიდთოვლობას სათანადოდ მომზადებული, ვერ და არ შეხვდა, არც სტიქიაზე რეაგირების გეგმა არსებობს და სადაც არსებობს, უკიდურესად სუსტია. კრიტიკას ვერ უძლებს საგანგებო ვითარებაში მუშაობაზე მუნიციპალური მზაობაც. სტიქიად ქცეული დიდთოვლობის რეზონანსი და სამომავლო საფრთხეები “აგრო სიახლეებში”.
🔴 უხვი ნალექი პრობლემებს აჩენს სოფლის მეურნეობაშიც და გამონაკლისი არც მეფუტკრეობაა. დიდთოვლობა, ყინვასთან ერთად, საფუტკრეში საგანგაში რისკებს აჩენს. ფუკტრის ქცევა კლიმატის ცვლილებისას და როგორ უნდა მოიქცეს მეფუტკრე დაბალი ტემპერატურისას – რჩევები გამოცდილი მეფუტკრისგან “აგრო სიახლეებში” .
გადაცემაში მონაწილე რესპონდენტები:
მოქალაქეები გურიიდან.
ირმა გორდელაძე – პედაგოგი, სამოქალაქო აქტივისტი.
ნინო ჩხობაძე – „საქართველოს მწვანეები – დედამიწის მეგობრების“ თავმჯდომარე.
ლექსო ნასუაშვილი – მეფუტკრე გურიიდან.
ირაკლი აბაშიძე – მეფუტკრე შუახევის მუნიციპალიტეტიდან.
🔴უყურეთ აგროგარემო TV – ზე გადაცემა “აგრო სიახლეებს” ბელა გელაშვილთან ერთად მაუწყებელთა ალიანსის რეგიონულ არხებზეც.
სილქ TV– 284
მაგთი TV – 57
ახალი TV – 276
Myvideo; ახალი ქსელებისა და სხვა IP და საკაბელო მაუწყებლების ეთერით. 👇