სოფლად მცხოვრები ბევრი ადამიანისთვის, რომელიც ყოველდღიურად უვლის პირუტყვს, ამუშავებს მიწას და იწევს მოსავალს, ნატოსთან სიახლოვე ხშირად შორეულ პოლიტიკურ თემად ჩანს. არადა, კოლექტიური უსაფრთხოება გვჭირდება ყველას, რადგან ისაა მშვიდობიანი და უსაფრთხო გარემოს გარანტი, სადაც ადამიანებს შეუძლიათ მშვიდად განაგრძონ ყოველდღიური ცხოვრება. ნატო და ევროკავშირი არის სივრცე, სადაც პატარა ფერმერსაც კი დიდი შესაძლებლობები აქვს. რა კავშირი აქვს კოლექტიურ უსაფრთხოებას სოფლის ყოველდღიურ ცხოვრებასთან? რა მნიშვნელობა აქვს სოფლად დასავლურ ინვესტიციას და მსხვილი საექსპორტო სტაბილური ბაზრების სიკეთეებს. ფერმერის, უსაფრთხოებისა და თავდაცვის სპეციალისტების შეფასებები “აგრო სიახლეებში”.
გადაცემაში მონაწილე რესპონდენტები
უყურეთ აგროგარემო TV – ზე გადაცემა “აგრო სიახლეებს” ბელა გელაშვილთან ერთად მაუწყებელთა ალიანსის რეგიონულ არხებზეც.
სილქ TV– 284
მაგთი TV – 57
ახალი TV – 276
Myvideo; ახალი ქსელებისა და სხვა IP და საკაბელო მაუწყებლების ეთერით.
