🔴ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში 12 მარტს გამთენიისას მეწყრული პროცესები გააქტიურდა. მიწის მასები ჩამოწვა დასახლებულ ტერიტორიაზე და გზის სავალ ნაწილზე. დაინგრა 10-მდე სახლი, სტიქიის ზონიდან ევაუირებულია 45 ოჯახი. მეწყრის შედეგად მსხვერპლი არ არის, არც არავინ დაშავებულა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის მონაცემებით, იმერეთის რეგიონში ყველაზე გავრცელებული საშიში გეოლოგიური პროცესი სწორედ მეწყერია. სააგენტო სოფელ კურსებში მეწყრის მაღალი რისკის შესახებ პროგნოზს ჯერ კიდევ 2022 წლიდან აკეთებდა. სააგენტოში აცხადებენ, რომ რისკები შეფასებული იყო და შესაბამისი ინფორმაცია საჯაროდაც იყო ხელმისაწვდომი. ამ ფონზე კითხვები ჩნდება ადგილობრივი თვითმმართველობის პასუხისმგებლობაზეც. ახლა კი, როცა მეწყერმა უკვე ათამდე სახლი გაანადგურა და ათეულობით ოჯახი საცხოვრებლის გარეშე დატოვა, მთავარი კითხვაა, – შეიძლებოდა თუ არა ამ საფრთხის ნაწილი თავიდან აცილებულიყო, როცა რისკი წლების წინ იყო ცნობილი?!. – სპეციალისტები კი ამ დროისთვის ვითარებას აკვირდებიან და აცხადებენ, რომ ტერიტორიის დეტალური გეოლოგიური შესწავლა გაგრძელდება. “აგრო სიახლეებთან” კურსების მეწყერთან დაკავშირებით ტყიბულის მერიისა და გარემოს ეროვნული სააგენტოს პრესსამსახურებმა გააკეთა.
უყურეთ აგროგარემო TV – ზე გადაცემა “აგრო სიახლეებს” ბელა გელაშვილთან ერთად მაუწყებელთა ალიანსის რეგიონულ არხებზეც.
სილქ TV– 284
მაგთი TV – 57
ახალი TV – 276
Myvideo; ახალი ქსელებისა და სხვა IP და საკაბელო მაუწყებლების ეთერით.