🔴 პატრიარქი ილია მეორე სიონის ტაძარში დაკრძალეს. რა დაგვიბარა, რას ფიქრობდა სოფელზე?.. ბუნებრივ რესურსებსა და ქართულ მიწაზე? როგორი იყო ილია მეორის გარემოსდვითი პასუხისმგებლობა? – პატრიარქის “მზიანი ღამე” “აგროგარემოში”.
🔴გარემოსდამცელთა ინფორმაციით, საქართველოში მეწყერის ჩამოწოლის რისკის ზონაში 120 თემი ცხოვრობს ისე, რომ რისკებზე არაფერი იციან. კურსების მეწყერმა აჩვენა, რომ ქვეყანა ბუნებრივი კატასტრიფებისთვის მოუმზადებელია, არც რისკებზე რეაგირების გეგმა გვაქვს, არც ადრეული შეტყობინების სრულყოფილად გამართული სისტემა. ტყიბულის მუნიციპალიტეტი ერთადერთი არაა, რომელიც სრულყოფილად ვერ გვპასუხობს, როგორ რეაგირებნენ რისკებზე მთელი ამ წლების განმავლობაში მაშინ, როცა მეწყრის ჩამოწოლის საფრთხე ჯერ კიდევ 2022 წლიდან იყო ცნობილი?!. პეციალისტების მტკიცებით, მაღალმთიან ზონებში მეწყრულ პროცესებს ადამიანის გარემოში უხეში ჩარევა აჩქარებს. მაგალითად კურსების, შოვის, ითხვისის, ღვერკის, ხემაღალის სოფლები მოჰყავთ. მათი განმარტებით, ბიზნესის, სახელმწიფოსა და მოსახლეობის დაბალი გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობაა ის, რის გამოც სოფლებს ვკარგავთ, ვკარგავთ ადამიენების სიცოცხლეს, ვიღებთ უდიდეს ეკონომიკურ ზარალს. ცალკე პრობლემაა, გეოლოგიური სამსახურების არარსებობა და სპეციალისტების დეფიციტი. რას ვაკეთებთ და რას ვერ ვაკეთებთ ბუნებრივ კატასტროფებზე მზადყოფნისთვის? – დეტალები “აგრო სიახლეებში”
უყურეთ აგროგარემო TV – ზე გადაცემა “აგრო სიახლეებს” ბელა გელაშვილთან ერთად მაუწყებელთა ალიანსის რეგიონულ არხებზეც.
სილქ TV– 284
მაგთი TV – 57
ახალი TV – 276
Myvideo; ახალი ქსელებისა და სხვა IP და საკაბელო მაუწყებლების ეთერით.