🔴 სასოფლო-სამეურნეო სავარგულების გადაწვა სახიფათო და დასჯადია, მაგრამ მოსახლეობა საგაზაფხულო სამუშაოების დაწყებასთან ერთად წლების განმავლობაში ტრადიციად ქცეულ მავნე ჩვევას თავს არ ანებებს და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების გადაწვის ხერხს მაინც მიმართავს. კლიმატის ცვლილების სწრაფი ტემპის ფონზე გარემოსდამცველები მიწების მიზანმიმართულ გადაწვას გარემოში ჩადენილ ტერორისტულ აქტს უწოდებენ. როგორ აზარალებს ეს თავად ფერმერებს და რა სტრესია ეს გარემოსთვის? რა უნდა გავაკეთოთ ნაყოფიერების ზრდისთვის მიწების გადაწვის ნაცვლად? – სპეციალისტების პრაქტიკული რჩევები „აგრო სიახლეებში“.
გადაცემაში მონაწილე რესპონდენტები:
ნუკრი მემარნიშვილი – აგრონომი.
ზაურ ჩანქსელიანი – ნიადაგის სპეციალისტი.
რეზო გეთიაშვილი – გარემოსდაცვითი ორგანიზაცია CENN-ის დირექტორის მოადგილე.
ნიკა ბაგალიშვილი – ბიომეურნე, ფერმერი.
🔴უყურეთ აგროგარემო TV – ზე გადაცემა “აგრო სიახლეებს” ბელა გელაშვილთან ერთად მაუწყებელთა ალიანსის რეგიონულ არხებზეც.
სილქ TV– 284
მაგთი TV – 57
ახალი TV – 276
Myvideo; ახალი ქსელებისა და სხვა IP და საკაბელო მაუწყებლების ეთერით. 👇