გგონია ინფლუენსერობა ახლა დაიწყო? არა — ჯერ კიდევ წლების წინ, დიდ ჯიხაიშში, ერთი ქართველი უკვე ცვლიდა საზოგადოებრივ აზრს სიტყვით, იდეებით და მოქმედებით.
ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმში გაიმართა ქართული ჟურნალისტიკის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, სადაც წარსული და თანამედროვეობა ერთმანეთს შეხვდა. სამტრედიელმა ახალგაზრდებმა ნიკოლაძის სახლმუზეუმში წარმოგვიდგინეს ნიკო, როგორც პირველი ქართველი „ინფლუენსერი“, და მედია, საბეჭდი მანქანიდან ხელოვნურ ინტელექტამდე. ღონისძიებაზე მოწვეული იყო „აგროგარემო TV-იც”, — მედია, რომელიც წლებია ხელოვნურ ინტელექტთან ერთად ქმნის თანამედროვე ჟურნალისტიკას და უკვე საერთაშორისო კონკურსის ფინალისტიცაა.
როგორ გამოიყურება გავლენა მაშინ, როცა არც სოციალური ქსელები არსებობდა და არც სხვა ტექნოლოგიური სიკეთეები?.. რას გვასწავლის ნიკოლაძე დღეს — ტექნოლოგიების ეპოქაში?.. იხილეთ რეპორტაჟი ნოვატორზე, რომელიც დროს უსწრებდა და სწორ გზას გვაჩვენებს დღესაც.
გადაცემაში მონაწილე რესპონდენტები:
გიორგი ფანცულაია – დიდი ჯიხაიშის ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმის დირექტორი.
კახა გალდავა – სამტრედიის პირველი საჯარო სკოლის ისტორიის მენტორ-მასწავლებელი.
ცოტნე ვაშაკიძე – სამტრედიის N 1 საჯარო სკოლის მოსწავლე.
მარიამ სოფრომაძეა დიდი ჯიხაიშის №1 სკოლის მოსწავლე.
უყურეთ აგროგარემო TV – ზე გადაცემა “აგრო სიახლეებს” ბელა გელაშვილთან ერთად მაუწყებელთა ალიანსის რეგიონულ არხებზეც.
სილქ TV– 284
მაგთი TV – 57
ახალი TV – 276
Myvideo; ახალი ქსელებისა და სხვა IP და საკაბელო მაუწყებლების ეთერით.