🔴საქართველო დერეფნების ცენტრში მდებარეობს, სადაც ეკონომიკა უკვე უსაფრთხოების საკითხადაც იქცა. ახალი სატრანზიტო გზები მხოლოდ საერთაშორისო ვაჭრობას არ ცვლის — ისინი პირდაპირ ეხება ქვეყნის რეგიონებს, სოფლების განვითარებას, დასაქმებასა და ინფრასტრუქტურას. შესაძლებლობაა ეს საქართველოსთვის თუ დამატებითი რისკი? ვინ აკონტროლებს მარშრუტებს, ვინ უზრუნველყოფს მათ უსაფრთხოებას და რა როლი აქვს ნატოს ქვეყნის სტაბილურ მომავალში? დეტალები “აგრო სიახლეებში”.
🔴 მილიონები დაიხარჯა სოფლის მეურნეობის დასახმარებლად, მაგრამ წელს მისი სეჩერება გადაწყდა ისე რომ მიზეზს არავინ განმარტავს. რატომ გააჩერებს აგრარული მიმართულების სუბსიდიები, გახდა თუ არა დარგი რეალურად უფრო ძლიერი? დეტალები “აგრო სიახლეებში”.
🔴 ფრინველების განწირული ხმა და შავი ზღვის ახალი ეკოსაფრთხე. რუსეთის სანაპიროსთან, ანაპის მიმდებარედ აღმოჩენილმა ნავთობის ლაქამ ეკოლოგიური განგაში გააჩინა. რა საფრთხე ემუქრება ზღვის ბუნებას და შეიძლება თუ არა დაბინძურებამ რეგიონზეც იმოქმედოს? ვრცლად ნახეთ “აგრო სიახლეებში”.
გადაცემაში მონაწილე რესპონდენტები:
პაატა ცაგარეიშვილი – სატრანსპორტო დერეფნების კვლევის ცენტრის პრეზიდენტი.
ლაშა ძებისაშვილი – საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის თანადამფუძნებელი, “საქართველოს უნივერსიტეტის” პროფესორი.
ანდრო გოცირიძე – კიბერუსაფრთხოების სპეციალისტი.
უყურეთ აგროგარემო TV – ზე გადაცემა “აგრო სიახლეებს” ბელა გელაშვილთან ერთად მაუწყებელთა ალიანსის რეგიონულ არხებზეც.
სილქ TV– 284
მაგთი TV – 57
ახალი TV – 276
Myvideo; ახალი ქსელებისა და სხვა IP და საკაბელო მაუწყებლების ეთერით.