🔴 ბუნებრივ კატასტროფებზე ადრეული გაფრთხილების სისტემის ინფორმაცია მოსახლეობამდე ვერ მიდის, – ამის შესახებ შესახებ მეტეოროლოგიური, ჰიდროლოგიური და გეოლოგიური მონაცემების ადრეული გაფრთხილებებისთვის გამოყენების ეფექტიანობის აუდიტის 2022-2023 წლების ანგარიშშია ნათქვამი. დოკუმენტიდან ასევე ვიგებთ რომ არ არსებობს საფრთხეებისა და რისკების იდენტიფიცირებაზე, ანალიზსა და შეფასებაზე პასუხისმგებელი უწყება; არც შეფასების საინფორმაციო ბაზა გვაქვს. უფრო მეტიც, აუდისტის შეფასებით, მოძველებულია და გასაახლებელია სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული გეგმის მოქმედი ვერსია, ზოგიერთ მუნიციპალიტეტს რისკის მართვის გეგმა საერთოს არ აქვს. აუდიტის მიერ გამოვლენილი ხარვეზების სია გრძელია. “აგრო სიახლეები” ეცადა გაერკვია, რა ეტაპზეა მონიტორინგის სისტემის დანერგვა ქვეყანაში? რის გაკეთება შევძელით პარტნიორების დახმარებით და რის გაკეთება იგეგმება სამომავლოდ?… და, რაც მთავარია, რამდენად საკმარისია ეს ყველაფერი მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად?!.
გადაცემაში მონაწილე რესპონდენტები:
კახა ბახტაძე – გეოგრაფი, კატასტროფების რისკის მართვის სპეციალისტი.
ნინო ჩხობაძე – „საქართველოს მწვანეები – დედამიწის მეგობრების“ თავმჯდომარე.
ნათია კუპრაშვილი -„რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის“ ხელმძღვანელი.
ნინო თანდილაშვილი – გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე.
ნატალია ხარატიშვილი – სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილე.
🔴უყურეთ აგროგარემო TV – ზე გადაცემა “აგრო სიახლეებს” ბელა გელაშვილთან ერთად მაუწყებელთა ალიანსის რეგიონულ არხებზეც.
სილქ TV– 284
მაგთი TV – 57
ახალი TV – 276
Myvideo;
“ახალი ქსელებისა” და სხვა IP და საკაბელო მაუწყებლების ეთერით. 👇