Skip to content Skip to footer

აგრო სიახლეები – გადაცემა 35 (სეზონი 16)

ფუტკრის საერთაშორისო დღეს, 20 მაისს, საბავშვო ბაღ „ზუზუნების“ პატარა აღსაზრდელები ნამდვილ ზუზუნებს ესტუმრნენ — ბავშვებს „აპისახლმა“ უმასპინძლა. პატარებმა მეფუტკრის სპეციალური ფორმები მოირგეს, სკაშიც ჩაიხედეს, ფუტკრებს საკუთარი ხელით შეეხნენ და ახლოდან დააკვირდნენ იმ საოცარ სამყაროს, სადაც ყველაფერი შრომაზე, წესრიგსა და ბუნებასთან ჰარმონიაზეა აგებული. პატარებმა საკუთარი ხელით თაფლის სანთლებიც დაამზადეს და ერთი დღით თავადაც ფუტკრების დიდი სამყაროს ნაწილად იქცნენ. რატომ არის მნიშვნელოვანი, ბავშვებმა ბუნება და ფუტკრების სამყარო პატარაობიდანვე გაიცნონ — დეტალები „აგრო სიახლეებში“.

გადაცემაში მონაწილე რესპონდენტები:

მარიამ კილაძე – მეფუტკრე, “აპისახლის” დამფუძნებელი და დირექტორი

ნათია ლუკაშვილი – საბავშვო ბაღ “ზუზუნების” დირექტორი.

გაბრიელ გელაშვილი – “ზუზუნების” აღსაზრდელი.

უყურეთ აგროგარემო TV – ზე გადაცემა “აგრო სიახლეებს” ბელა გელაშვილთან ერთად მაუწყებელთა ალიანსის რეგიონულ არხებზეც.
სილქ TV– 284
მაგთი TV – 57
ახალი TV – 276
Myvideo; ახალი ქსელებისა და სხვა IP და საკაბელო მაუწყებლების ეთერით.