?თხილის სუბსიდირებისთვის გათვალისიწნებული 20 მილიონიდან 19 მილიონ ლარზე მეტი მეთხილე ფერმერებს აგრობარათებზე უკვე დარიცხულია. თხილის მწარმოებელთა ასოციაციის ინფორმაციით, აგროქულების არამიზნობრივად გახარჯვის მცდელობები ფიქსირდება. რას აპირებს ხელისუფლება ბიუჯეტიდან გაცემული სუბსიდიის მიზნობრივად ხარჯვის კონტროლისთვის? იგეგმება თუ არა პრევენციული თუ სანქცირების ღონისძიებები? როგორ მუშაობს და გაამარლებს თუ არა თხილის სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამა? – დეტალები „აგროსიახლეებში“.
გადაცემაში მონაწილე რესპონდენტები:
1. მერაბ ჭითანავა – თხილის მწარმოებელთა ასოციაციის მმართველი საბჭოს თავმჯდომარე.
2.ნოდარ სირბილაძე – ეკონომისტი
3.ნატალია ხარატიშვილი – სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილე.
4.გიორგი ლანჩავა – თხილის მწარმოებელთა ასოციაციის კოორდინატორი გურიასა და აჭარაში.
5.ალექსანდრე გოგოძე – მეთხილე ფერმერი სოფელ ნაგომარიდან.
6.დავით ხინიკაძე – მეთხილე ფერმერის სოფელ ძიმითიდან.
7.შოთა გიორგაძე – მეთხილე ფერმერი სოფელ გუთურიდან.
? უყურეთ აგროგარემო TV – ზე გადაცემა “აგრო სიახლეებს” ბელა გელაშვილთან ერთად მაუწყებელთა ალიანსის რეგიონულ არხებზეც.
სილქ TV– 284
მაგთი TV – 57
ახალი TV – 276
Myvideo; ახალი ქსელებისა და სხვა IP და საკაბელო მაუწყებლების ეთერით.