Skip to content Skip to footer

აგრო სიახლეები – გადაცემა 38 (სეზონი 15)

🔴 გადასაყრელი ცელოფნის პარკებისგან, ყურის ჰიგიენური ჩხირებისგან, პირბადეებისგან დამზადებული თაიგულები, პლასტმასის გადასაგდები ბოთლისგან შექმნილი თოჯინა – ეს იმ ხელნაკეთი ნივთების არასრული ჩამონათვალია, რომელიც, სილამაზესთან ერთად, იმითაც გამოირჩევა, რომ სწორი გარემოსდაცვითი პრინციპითა და ეკომეგბრული მიდგომით ხანდაზმული ბენეფიციარები ქმნიან დმანისის მხარდაჭერის სახლში, რომელიც ევროკავშირის პროექტის ფარგლებში შეიქმნა. როგორ ავსებენ ერთმანეთს თაობები საკუთარი ცოდნითა და გამოცდილებით? – ნახეთ “აგრო სიახლეები” რეპორტაჟი.

🔴 20 მაისი ფუტკრის საერთაშორისო დღეა. საქარველოში ფუტკრის მსოფლიო დღე წელს ბორჯომში აღინიშნა. ქალაქის ცენტრში, მერაბ კოსტავას სახელობის სკვერში ქართველმა მეფუტკრეებმა სტუმრებს უგემრიელესი თაფლითა და ფუტკრის სხვა პროდუქტებით უმასპინძლეს. გაიმართა თაფლის დეგუსტაცია, ანუ სტუმრებმა თაფლი დააგემოვნეს, მოისმინეს თემატური მოხსენებები მათ შორის, ფუტკრის დაცვის მნიშვნელობაზე და რა გამოწვევებს ქმნის კლიმატუის ცვლილება მეფუტკრეობაში. წელს ბორჯომი ამ დღის აღსანიშნად საგანგებოდ შეირჩა, რადგან სწორედ აქ აღმოაჩინეს 5500 წლის თაფლი, რაც ადასტურებს, რომ საქართველო, ღვინოსთანს, ხორბალთან და ყველთან ერთად, თაფლის უძველესი სამშობლოცაა. როგორ ჩაიარა ამ დღემ – მეფუტკრეთა გაერთიანების შეფასებები “აგრო სიახლეებში”.

გადაცემაში მონაწილე რესპონდენტები:

ნეკა ოქრიაშვილი – მხარდაჭერის სახლის დმანისის ფილიალის მენეჯერი.

ნინო თევზაძე – CENN-ის დირექტორის მოადგილე, პროექტების მენეჯერი.

ალეკო პაპავა – მეფუტკრეთა გაერტიანების ხელმძღვანელი.

🔴უყურეთ აგროგარემო TV – ზე გადაცემა “აგრო სიახლეებს” ბელა გელაშვილთან ერთად მაუწყებელთა ალიანსის რეგიონულ არხებზეც.

სილქ TV– 284

მაგთი TV – 57

ახალი TV – 276

Myvideo;

“ახალი ქსელებისა” და სხვა IP და საკაბელო მაუწყებლების ეთერით. 👇