Skip to content Skip to footer

აგრო სიახლეები – გადაცემა 39 (სეზონი 15)

მეაბრეშუმეობა, რომელიც ერთ დროს საქართველოში მძლავრად განვითარებული იყო, ამჟამად ჩანასახოვან დონეზეა და აღდგენას ცდილობს. არადა, საქართველოში აბრეშუმის ძაფსა და ქსოვილთან ერთად, მას სხვა ბევრი დანიშნულებით იყენებდნენ. აბრეშუმის საბნების კერვაც ძირძველი, თუმცა ახლა მივიწყებული ქართული ტრადიციაა, რომლის გაცოცხლებას საპატრიარქოს პროფესიულ სასწავლებელში „თამარ მეფის პროფესიულ კოლეჯში“ ცდილობენ. მეაბრეშუმეობაზე აქ სწავლობენ ყველაფერს, ჭიის მოვლა-შენახვიდან დაწყებული, საბნის შეკერვით დამთავრებული. როგორ იკერება და რა განსაკუთრებული ტექნოლოგიური პროცესია აბრეშუმის საბან-ბალიშის კერვა? – ნახეთ “აგრო სიახლეების” რეპორტაჟი.

გვმასპინძლობს კახაბერ ვარდუკაძე – საქართველოს საპატრიარქოს თამარ მეფის სახელობის პროფესიული კოლეჯის დირექტორი

🔴უყურეთ აგროგარემო TV – ზე გადაცემა “აგრო სიახლეებს” ბელა გელაშვილთან ერთად მაუწყებელთა ალიანსის რეგიონულ არხებზეც.

სილქ TV– 284

მაგთი TV – 57

ახალი TV – 276

Myvideo;

“ახალი ქსელებისა” და სხვა IP და საკაბელო მაუწყებლების ეთერით. 👇