🔴ფოთის და ხობის მწვანე ტრანზაქციების თემაზე საჯარო შეხვედა გაიმართა. სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებმა მუნიციპალიტეტების გარემოსდაცვით და ეკოლოგიურ საკითხებზე ბიზნესთან და ეკონომიკასთან კვეთაში იმსჯელეს. შეხვედრის მტავარი აქცენტები “აგრო სიახლეებში”
🔴ფოთმა და ხობმა ყველაზე ეკომეგობრულ ფესტივალს უმასპინძლეს. „ვეისთლისის” ორგანიზებულ ღონისძიებაზე მისული სტუმრები კონცერტთან ერთად გართობ-შემეცნებითი აქტივობები შესთავაზეს, მონაწილეობა მიიღეს სახალისო შეჯიბრშიც,. წარმოდგენილი იყო ეკომეწარმეების გამოფენა, გაიმართა ვორქშოფები და, რაც მთავარია, მოქალაქეებს ძველი ან გამოუსადეგარი ელექტრო ნარჩენის ჩაბარების შესაძლებლობაც ჰქონდათ, რითაც თანამედროვე ელექტროტექნიკის მოგების შანსი მიეცათ. რა პრონციპით შეარჩია კომპანიამ ეს ორი მუნიციპალიტეტი, ნარჩენების მართვის რამდენად სწორი და გამართული პრაქტიკაა საქართველოში და სად მოვიკოჭლებთ, კანონმდებლობაში, აღსრულებაში, ტექნოლოგიებში, თუ ცნობიერებაში? “აგროსიახლეების” კითხვებს “ვეისთლესის” დირექტორი გიორგი გულიაშვილი პასუხობს.
🔴საქმეს – „ყვარლის ბაგა“ – „ჩირინას“ საქმეს მეორე ინსტანციის სასამართლო განიხილავს. მეცხოველეობის ფერმა „ჩირინასგან“ 4.7 მილიონი ლარის ზიანის ანაზღაურებას ითხოვს. მოსამართლემ ჩირინას განმარტებები მოისმინა წარმოდგენილ მტკიცებულებებთან დაკავშირებით, თუმცა, მოწინააღმდეგის მხარის პოზიციას ვერ გაეცნო დროის უქონლობის გამო. სააპელაციო სასამართლოში სკინტლის სკანდალთან დაკავშირებით მორიგი სხდომა 8 ივლისს ჩაინიშნა. სხდომას “აგრო სიახლეებიც” დაესწრო და მცირე კოლაჟი მოგიმზადათ.
გადაცემაში მონაწილე რესპონდენტები:
ნათია კუპრაშვილი – JRC-ის თავმჯდომარე.
ნონა ხუხია – ასოციაცია “დიოსკურიას” ხელმძღვანელი
ეთუნა ცოტნიაშვილი – APM Terminal-ის წარმომადგენელი.
ეკა ფოჩხუა – კოლეჯ “ფაზისის” ხარისხის მართვის მენეჯერი
დოკა ბაღათურია – “სოკარ ყულევი ტერმინალის” წარმომადგენელი.
სანდრო გუჯაბიძე – ფოთის თაეტრის მსახიობი
ნანა ტაბიძე – კეფალის ფესტივალის ორგანიზატორი
გერმანე სალია – ტელეკომპანია „მეცხრე ტალღის“ დირექტორი
გიორგი ხომერიკი – სათევზაო ტურიზმის სპეციალსიტი
ალექსანდრე ქავთარაძე – გიდი, მხარეთმცოდნე
გიორგი გულიაშვილი – “ვეისთლესის” დირექტორი
რევაზ ვაშაკიძე – „ჩირინას“ დამფუძნებელი
გიორგი გეწაძე – „ჩირინას“ იურისტი
ვახტანგ კაკაბაძე – “ჩირინას” იურისტი
🔴უყურეთ აგროგარემო TV – ზე გადაცემა “აგრო სიახლეებს” ბელა გელაშვილთან ერთად მაუწყებელთა ალიანსის რეგიონულ არხებზეც. სილქ TV– 284 მაგთი TV – 57 ახალი TV – 276 Myvideo; “ახალი ქსელებისა” და სხვა IP და საკაბელო მაუწყებლების ეთერით. 👇