🔴 მყიდველების უმეტესობას აგრარულ ბაზრებში ბებოების თუ ბაბუების გასაყიდად გამოტანილი ყველი სოფელში, საოჯახო მეურნეობაში, წარმოებული ნატურალური პროდუქტი ჰგონია, თუმცა, ხშირად ეს ასე სულაც არაა და ასეთ ყველს ნატურალურ რძესთან საერთოც კი არაფერი აქვს. უმეტესად ასეთი ყველისებრი მასა კონტროლს მიღმა მყოფ იატაქვეშა საწარმოში მზადდება რძის ფხვნილისგან, მცენარეული ცხიმების კომბინაციით. ასეთი პროდუქტი იყიდება, როგორც ყველი, ბაზრებში, კვების ობიექტებში, საცხობებში, სახაჭაპურეებში. წლებია სურათი სამომხმარებლო ბაზარზე უცვლელია. არათანაბარი კონკურენტული პირობების არ არსებონბის გამო, ზარალობს კეთილსინდისიერი ბიზნესი. მართალია, კანონმდებლობამ ნაწარმის ეტიკეტირება და ნიშანდება მეტნაკლებად დაარეგულირა, თუმცა, პროდუქტის შეძენისას, მომხმარებელმა ისევ არ იცის, რას ყიდულობს. ქართული რძის ნიშნის ფედერაცია კეთილსინდისიერი მწარმოებლების ადვოკატირებას წლებია ცდილობს. მისი წევრები ქართული რძისგან ამზადებენ პროდუქციას. ფედერაციას 51 წევრი ჰყავს და მათგანგან 26 ქართული რძის ნიშნის მფლობელია. რას ნიშნავს ქართული რძის ნიშანი მომხმარებლისთვის? რა უნდა იცოდეთ როცა ყველისა თუ რძის სხვა პროდუქტების შეძენას გადაწყვეტთა და რამდენად დაცულია მომხმარებელი? – დეტალები “აგრო სიახლეებში”.
გადაცემაში მონაწილე რესპონდენტი:
ანი ბაბუნაშვილი – ქართული რძის ნიშნის ფედერაციის ტექნოლოგი, კონსულტანტი.
🔴უყურეთ აგროგარემო TV – ზე გადაცემა “აგრო სიახლეებს” ბელა გელაშვილთან ერთად მაუწყებელთა ალიანსის რეგიონულ არხებზეც. სილქ TV– 284 მაგთი TV – 57 ახალი TV – 276 Myvideo; “ახალი ქსელებისა” და სხვა IP და საკაბელო მაუწყებლების ეთერით. 👇