Skip to content Skip to footer

აგრო სიახლეები – გადაცემა 5 (სეზონი 15)

“ჟურნალისტიკის რესურსცენტრმა” ინოვაციური სასწავლო პროგრამა შექმნა – „კლიმატგონივრული რეპორტინგი და კომუნიკაცია“. ტრენერთა ტრენინგზე დარგის ექსპერტებს სასწავლო მოდული გააცნეს და იმსჯელეს, სწავლების რომელი მეთოდი და ტექნოლოგია იქნება უფრო ეფექტური მიზნის მისაღწევად. პროგრამის შექმნაზე ადგილობრივი და შვეიცარელი ექსპერტები მუშაობდნენ. მიზანი და განხორციელების გეგმები „აგრო სიახლეებში“.

ფერმერების კლიმატგონივრულობის გასაზრდელად მარტვილში ბიომეურნეობის შესახებ პროექტი განხორციელდა. მიზნები, ამოცანები და შედეგები რამდენიმე წუთში.

თაფლთან ერთად, ფუტკრის სხვა პროდუქტების პოპულარიზაციას, მეფუტკრეები მთაწმინდაზე თაფლის მორიგ ფესტივალზე შეეცადნენ. რა იყო მთავარი გზავნილი და როგორ ჩაიარა ღონისიებამ? – “აგრო სიახლეები” მოგიყვებათ.