Skip to content Skip to footer

აგრო სიახლეები – გადაცემა 6 (სეზონი 16)

წლევანდელ რთველში სახელმწიფომ სუბსიდირების მიდგომა შეცვალა. როგორ მიმდინარეობს რთველი? რა რაოდენობის და რამდენად ხარისხიანი მოსავალია და რა მოლოდინი აქვს მეღვინე-მევენახეებს, რომლებსაც შეცვლილი კლიმატის გამო წელს რთველი გვიან დაეწყოთ, რის გამოც მათ შემჭიდროვებყულ ვადებში უწევთ მოსავლის დაბინავება? რა გავლენა ექნება ქართული ღვინის ინდუსტრიაზე რუსეთის მიერ აქციზისა და დღგ-ის გაზრდას იმ პირობებში, როცა ბაზრების დივერსიფიკაცია ჯერ კიდევ გამოწვევაა და ქართული ღვინის მთავარ საექსპორტო ბაზრად ისევ რუსეთი რჩება? – მეღვინეების შეფასებები „აგრო სიახლეებში.“

გადაცემაში მონაწილე რესპონდენტები:

ანდრო ბარნოვი – მეღვინე, ასოციაცია “ღვინის ოსტატების” დამფუძნებელი

ნუცა აბრამიშვილი – “შუხმან ჯგუფის” გენერალური დირექტორი

George Grey Winery-ის დამფუძნებელი – გიორგი რუხაძე