? აგროექსპერტებისა თუ კვლევების მიერ პროფესიული კადრების ნაკლებობა სოფლის მეურნეობის ერთ-ერთ შემაფერხებელ ფაქტორტად სახელდება. პრობლემას გვიდასტურებენ კერძო სექტორშიც. ქვეყანაში, სადაც უმუშევრობა მოსახლეობის მთავარ პრობლემად და მიგრაციის უმთავრეს მიზეზად სახელდება, ბიზნესი პროფესიული კადრების დეფიციტზე საუბრობს. სად არის გამოსავალი? – USAID-საქართველოსა და აგრარულ სკოლა-კავკასიის შედეგიანი თანამშრომლობის მაგალითზე მოგიყვებით, როგორ შეიძლება გაიზარდოს კვალიფიციური აგროსპეციალისტები. რას და როგორ სწავლობენ დმანისში შვეიცარიული სტანდარტის აგრარულ სასწავლებელში, რომელიც მეცხოველეობასა და რძის გადამუშავებაშია სპეციალიზებული? – დეტალები პირდაპირ ფერმიდან და ყველის საწარმოდან „აგროსახლეებში“.
გადაცემაში მონაწილე რესპონდენტები:
მარიანა მორგოშია – საქართველოს ბიზნესის ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე.
მარინა ქუთათელაძ – USAID -ის პროგრამების მენეჯერი.
მარიამ მაღრაძე – დმანისის მესამე საჯარო სკოლის მოსწავლე
ნინი კავლაშვილი – დმანისის მესამე საჯარო სკოლის მოსწავლე
ბერიკა გოგნაძე – შვეიცარული აგრარული სკოლა კავკასიას ფერმერობის სპეციალობის მეორე კურსის სტუდენტი
თინათინ მახარაძე – შვეიცარული აგრარული სკოლის დირექტორი.
? უყურეთ აგროგარემო TV – ზე გადაცემა “აგრო სიახლეებს” ბელა გელაშვილთან ერთად მაუწყებელთა ალიანსის რეგიონულ არხებზეც.
სილქ TV– 284
მაგთი TV – 57
ახალი TV – 276
Myvideo; ახალი ქსელებისა და სხვა IP და საკაბელო მაუწყებლების ეთერით. ?