🔴ანტიდასავლური პოლიტიკური კურსი ენერგეტიკაზეც აისახა – რას ითხოვს ევროპის ენერგეტიკული გაერთიანება ჩვენგან და რას ვპასუხობთ ჩვენ? რატომ არ ითვლიან საქართველოში ენერგეტიკულ სიღარიბეს? აქვს თუ არა ქვეყანას ეროვნულ დონეზე განსაზღვრული დაბალ ემისიური განვითარების სტრატეგია? რამდენად ეფექტიანია ენერგეტიკისა და კლიმატის სამოქმედო ქართული გეგმა და რას ეჭვობენ სპეციალისტები?
ინტერვიუ დავით ჭიპაშვილთან, “მწვანე ალტერნატივის” აღმასრულებელ დირექტორთან
🔴 უყურეთ აგროგარემო TV – ზე გადაცემა “აგრო სიახლეებს” ბელა გელაშვილთან ერთად მაუწყებელთა ალიანსის რეგიონულ არხებზეც.
სილქ TV– 284
მაგთი TV – 57
ახალი TV – 276
Myvideo; ახალი ქსელებისა და სხვა IP და საკაბელო მაუწყებლების ეთერით. 👇
როგორ სრულდება კლიმატური დაპირება საქართველოში და მერების შეთანხმება მუნიციპალიტეტებში? როგორ ართმევენ თავს შეთანხმებული მერები ნაკისრი ვადებულებების აღსრულებას? აქვთ თუ არა მათ ამისთვის ფინანსური და ადამიანური რესურსი? რა კეთდება სენაკში, რომელიც შეთანხმებას 2023 წელს მიუერთდა. მერების შეთანხმების პრაქტიკული შედეგები რეგიონებსა და სოფლებში. ენერგოეფექტურობის ცენტრის და UNDP -ის ანალიზი და შეფასებები „აგროსიახლეებში“. 👇
განახლებადი ენერგიის წყაროებიდან რატომ აქვს ხელისუფლებას აქცენტი მუდმივად წყლის რესურსებზე და ჩამორჩენა გეგმებში ქარის და მზის ენერგიის ათვისებაზე? როდის ექნება ქვეყანას განახლებადი ენერგიების სტიმულირების ახალი მექანიზმები, რომელიც სამი წლის წინ დაანონსდა თუმცა ჯერ უკვე არსებულიც არ მოქმედებს?.. რა როლი და პასუხისმგებლობა აქვს სახელმწიფოს, ბიზნესს და დონორებს მწვანე ენერგოგენერაციაში? რომელია სუსტი რგოლი და სად არის გამოსავალი? განახლებადი ენერგიის წყაროების პროექტების განვითარების შესაძლებლობები და გამოწვევები, – დონორების, ხელისუფლების, ექსპერტების, ბიზნესის პოზიციები, შეფასებები და რეკომენდაციები „აგრო სიახლეებში“. 👇