Skip to content Skip to footer

აგრო სიახლეები – გადაცემა 47 (სეზონი 14)

🔴 დარიშხანის, როგორც განსაკუთრებულად საშიში ქიმიური ნივთიერების, ღია წესით გარემოში ყოფნა დაუშვებელია. სახიფათო ნაჩენების მართვის საკითხში საქართველოს მძიმე საბჭოთა მემკვიდრეობა ერგო. ცანასა და ურავში დარიშხანშემცველი ნარჩენები წლების განმავლობაში ცხოველების და ადამიანების სიცოცხლეს საფრთხეს უქმნიდა. საბჭოთა შეცდომების გამოსწორებას ქვეყანა ახლა ცდილობს, რაც ცანას შემთხვევაში სახელმწიფოს 8 მილიონამდე ლარი უჯდება. რა გაკეთდა და რა იგეგმება ადამიანების უსაფრთხოებისთვის? ხომ არ დაგვიანდა ქიმიური სახიფათო ნარჩენების მოსახლეობისგან იზოლირება? – რას ამბობენ სპეციალისტები და რა პასუხები აქვს მთავრობას?

გადაცემაში მონაწილე რესპონდენტები:

სოლომონ პავლიაშვილი – გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე.

ნინო ჩხობაძე – „საქართველოს მწვანეები – დედამიწის მეგობრების“ თავმჯდომარე.

კახა რუხაია – ქიმიის დოქტორი, გარემოსდაცვითი კონსულტანტი.

🔴 უყურეთ აგროგარემო TV – ზე გადაცემა “აგრო სიახლეებს” ბელა გელაშვილთან ერთად მაუწყებელთა ალიანსის რეგიონულ არხებზეც.
სილქ TV– 284
მაგთი TV – 57
ახალი TV – 276
Myvideo; ახალი ქსელებისა და სხვა IP და საკაბელო მაუწყებლების ეთერით. 👇