Skip to content Skip to footer

აგრო სიახლეები – გადაცემა 50 (სეზონი15)

წლევანდელ რთველში სიახლეებია. ყურძნის ჩაბარების პუნქტებისთვის ელექტრონული სასწორის ქონა და რთველის შტაბში რეგისტრაცია სავალდებულო იქნება. იცვლება სუბსიდირების პოლიტიკაც. ხარისხიან და უხარისხო ყურძენს სახელმწიფო ერთ ფასად აღარ დააფინანსებს. ყველა სიახლე და დაგეგმილი ღონისძიება, რაც წლევანდელ რთცველს ეხება, თავმოყრილია მთავრობის სპეციალურ განკარგულებაში, რომელიც რთველის ერთიან ჩარჩოს განსაზღვრავს.

რას შეცვლის ახალი წესები და როგორ ხვდება კერძო სექტორი სიახლეებს?