Skip to content Skip to footer

აგრო სიახლეები – გადაცემა 51 (სეზონი15)

წელს მეწყერმა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში სხვადასხვა სახის პრობლემები შექმნა. 10 აგვისტოს უხვი ნალექის შედეგად ხელვაჩაურში დაიტბორა, როგორც ცენტრალური, ასევე შიდა საუბნო გზები და რამდენიმე ადგილზე განვითარდა მეწყრული პროცესები. საცხოვრებელ სახლებთან განვითარებული მეწყრული პროცესების გამო, უსაფრთხოების მიზნით დროებით 15 ოჯახი საცხოვრებლად სხვა ლოკაციაზე გადაიყვანეს. უხვი ნალექის შედეგად სათავე ნაგებობებზე შექმნილი პრობლემის გამო სასმელი წყალი არ მიეწოდება ახალსოფელს, მახინჯაურისა და შარაბიძეების თემების ნაწილს.  მანამდე სტიქია თავს დაატყდა ყაზბეგის მუნიციპალიტეტეს. აქ წინასწარი გაფრთხილების სისტემამ იმუშავა და რეგიონი მოქალაქეებისგან დაიცალა. სტიქია იყო სამცხე-ჯავახეთის მხარეშიც, დაიმეწყრა შოყა და გომარო. ადიგენის მუნიციპალიტეტის ამ ორ სოფელში მეწყერი 21 ივლისს ჩამოწვა. დაზიანდა საცხოვრებელი სახლები და საავტომობილო გზები, დაინგრა საქონლის სადგომები, დაიხოცა შინაური ცხოველები და ფრინველები.  ადგილობრივების მედიის ინფორმაციით გომაროში მეწყრულ ზონაში 15 ოჯახი მოყვა, ხოლო შოყაში – 4.   რამდენად მაღალია რეგიონებში საზოგადოების მგრძნობელობა გარემოსდაცვითი საკითხების მიმართ? შედეგიანია თუ არა ადგილობრივი აქტივიზმი? როგორია მათი გაზიარების ინტენსივობა გადაწყვეტილების მიმღები პირების მიერ? უსმენს თუ არა ადგილობრივი მთავრობა მოსახლეობას?