Skip to content Skip to footer

აგრო სიახლეები – გადაცემა 52 (სეზონი 15) სეზონის ბოლო გადაცემა

წელს საქართველოში ჩამოსული უცხოელი დამსვენებლების უმეტესობა აღმოსავლეთიდანაა. ბაზრის გეოგრაფია ვიზიტორების წარმომავლობის მხრივ სრულიად შევლილია. როგორც ტუროპერატორების დიდი ნაწილი გვეუბნება, წელს მაღალხარჯველი სტუმრები ნაკლებად გვსტუმრობენ. რა დანაკლისია ეს ქვეყნისთვის და განსაკუთრებულად თემების განვითარებისთვის, რეგიონების ეკონომიკისთვის? რატომ აღარ ჩამოდიან ევროპული კულტურის მაღალმხარჯველი ტურისტები საქართველოში? მიმდინარე ტურისტული სეზონი, აგროტურისტული ტენდენციები და სფეროში არსებული გამოწვევები “აგროსიახლეებში.”

გადაცემაში მონაწილე რესპონდენტები:

ცოტნე ჯაფარიძე – სამოქალაქო აქტივისტი, „თრეფიქ თრეველის“ დამფუძნებელი

შალვა ალავერდაშვილი – სასტუმროების ფედერაციის პრეზიდენტი.

მაია მახათაძე – „რადარის“ დამფუძნებელი.