🔴ერთი წელია რაჭული ლორი გეოგრაფიული აღნიშვნის პროდუქტად დარეგისტრირდა. სტანდარტის შემუშავებაში ლორის რაჭველი მეწარმეები იყვნენ ჩართულნი. წერილობით ისტორიული წყაროებთან ერთად სტანდარტში გაიწერა წარმოების ტრადიციული მეთოდები, რომლებიც რაჭველებმა ზეპირსიტყვიერად შემოინახეს. პროდუქტს, რომელიც არ იწარმოება ამ სტანდარტით, არ შეიძლება ეწოდოს რაჭული ლორი. დღეს კი ფასიფიცირებული პროდუქტი ბაზარზე ისევ მრავლადაა. რაჭა კი წლიურად დაახლოებით 33 ტონა რაჭულ ლორს აწარმოებს. როგორ აზარალებს კეთილსინდისიერ და სტანდარტით მომუშავე მეწარმეებს არაკეთილსინდისიერი ბიზნესის მარკეტინგული სვლა და მომხმარებლის დაბალი ფასით მოტყუება. როგორ გავარჩიოთ ნამდვილი ფალსიფიცირებულისგან? როგორია რაჭული ლორის საწარმოო სტანდარტი? როგორ იბადება ნამდვილი გემო – “აგრო სიახლეები” რაჭული ლორის წარმოების სრული ციკლით რაჭიდან.
გადაცემაში მონაწილე რესპონდენტები:
კონსტანტინე თაგვაძე – რაჭული ლორის მწარმოებელი ლაგვანთიდან.
ნოდარი ჯაფარიძე – რაჭული ლორის მწარმოებელი ღარიდან.
დავით გობეჯიშვილი – რაჭული ლორის მწარმოებელი ნიგვზნარადან.
ვასილ გავაშელიშვილი – რაჭული ლორის მწარმოებელი ღარიდან.
უყურეთ აგროგარემო TV – ზე გადაცემა “აგრო სიახლეებს” ბელა გელაშვილთან ერთად მაუწყებელთა ალიანსის რეგიონულ არხებზეც.
სილქ TV– 284
მაგთი TV – 57
ახალი TV – 276
Myvideo; ახალი ქსელებისა და სხვა IP და საკაბელო მაუწყებლების ეთერით.
