? ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო შეთანხმების მიუხედავად საქართველოსთვის მთავარ საექსპორტო ბაზრად მაინც რუსეთი და დსთ-ის ქვეყნები რჩება. რა გავლენა აქვს სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამებს? რამდენად ეფექტურია სახელმწიფო დაფინანსება ევროკავშირში აგრო-ექსპორტის ხელშესაწყობად? – ფერმერების, ექსპერტების და ევროპარლამენტარის შეფასებები „აგრო სიახლეებში“
? ცაგერსა და რაჭაში ცოფის ვირუსი გაატიურდა. რაჭაში შვიდი შემთხვევიდან სამი მიუსაფარ ძაღლებში აღმოჩნდა. რა ბედი ეწია კანონს, რომელიც პარლამენტში ერთი წლის წინ შევიდა და ცხოველების მოვლა-პატრონობის პასუხისმგებლობის საკითხები უნდა დაარეგულიროს.
გადაცემაში მონაწილე რესპონდენტები:
სალომე გელაშვილი – ISET-ის წამყვანი ეკონომისტი.
ვიოლა ფონ კრამონი – ევროპარლამენტარი.
რატი კოჭლამაზიშვილი – ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილე.
კახაბერ იოსელიანი-მუნიციპალიტეტის მეერიის ცხოველთა მინიტორინგის სააგენტოს იურისტი.
თემურ წიქორიძე-“საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოების თავმჯდომარე.
ლაშა ავალიანი USDA-SQIL პროექტის დირექტორის მოადგილე.
? უყურეთ აგროგარემო TV – ზე გადაცემა “აგრო სიახლეებს” ბელა გელაშვილთან ერთად მაუწყებელთა ალიანსის რეგიონულ არხებზეც.
სილქ TV– 284
მაგთი TV – 57
ახალი TV – 276
Myvideo; ახალი ქსელებისა და სხვა IP და საკაბელო მაუწყებლების ეთერით.