Skip to content Skip to footer

აგრო სიახლეები – გადაცემა 3 (სეზონი 16)

🔴 1.6 მილიონი ევროს ღირებულების პროექტი „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ (RDYE), რომელიც 46 თვის განმავლობაში 4 რეგიონში მიმდინარეობდა და 18 მუნიციპალიტეტი მოიცვა, დასრულდა. შეძლო თუ არა პროექტმა დასახული მიზნის მიღწევა, ვისთვის იყო განკუთვნილი, რა შედეგები მოიტანა რეგიონებისთვის და რა შეიცვალა სოფლად მცხოვრებთათვის, – პროექტის შედეგებს კონკრეტული მაგალითებით გაეცანით ჩვენს სიუჟეტში.

🔴 2014-წლიდან 2024-წლამდე სასოფლო დასახლებებში მცხოვრები ადამიანების რაოდენობა 6.3%-ით შემცირდა. ქვეყნისთვის სოფლად მოსახლეობის დადგილზე დამაგრება ისევ გამოწვევაა. ბოლო 10 წელიწადში, სოფელი 100 ათასზე მეტმა ადამიანმა დატვა. როგორც ოფიციალური სტატისტიკა აჩვენებს, აღწერიდან აღწერამდე სასოფლო დასახლებებში მცხოვრები ადამიანების რიცხოვნობა მხოლოდ თბილისში, მცხეთა-მთიანეთსა და ქვემო ქართლში გაიზარდა, დანარჩენ 8 მუნიციპალიტეტში კი შემცირდა. ციფრებითაც და ციფრებს მიღმაც რეალობა რეგიონებში არსებულ პრობლემებზე მიუთითებს. სად შეიძლება იყოს გამოსავალი, რაც ადამიანებს მამაპაპისეუულ კერას დაუბრინებს და სოფლების ეკონომიკას გამოაცოცხლებს – ექსპერტების მოსაზრებები “აგრო სიახლეებში”.

გადაცემაში მონაწილე რესპონდენტები:

გიგა სარუხანიშვილი – პროექტის „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ დირექტორი.

ვაჟა მენაბდე – ლიბერთის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების დირექტორი.

ტარიელ ხეჩიკაშვილი – სპორტის, ტურისმზისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის პრეზიდენტი.

მარიამ ლებანიძე – “ლორუკას” დამფუძნებელი

პაატა აროშიძე-ეკონომისტი.

ნოდარ სირბილაძე-ეკონომისტი.