მიმდინარე და შემდეგ კვირას ტემბერატურის მნიშვნელოვანი კლებაა მოსალოდნელი. ბოლო ორი კვირის განმავლობაში მაღალი ტემპერატურის გამო, მცენარეების დიდი ნაწილი გაყვავილებულია და საგაზაფხულო წაყინვები მათ მოსავლიანობას მნიშვნელოვნად დააზარალებს.
“ხვალიდან, 29 მარტიდან, საქართველოში ცივი და ნოტიო ჰაერის მასები გააქტიურდება. 30-31 მარტსა და 1-2 აპრილს იქნება დაბალი ტემპერატურა. 31 მარტი-1 აპრილის ღამეს უარყოფითი ტემპერატირა იქნება მთაშიც და ბარშიც. იქროლებს ძლიერი ქარიც”, – ეუბნება “აგროსიახლეებს” გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდროლოგიური სამმართველოს უფროსი სვეტლანა ნიორაძე.
საგაზაფხულო წაყინვები საქართველოში შარშანაც იყო. იხილეთ ამონარიდი ჩვენი არქივიდან ?