Skip to content Skip to footer

აფლატოქსინით დაბინძურებული ცხოველის საკვების გამოყენება აიკრძალა

2024 წლის 1 ივლისიდან სურსათის ეროვნული სააგენტო ცხოველის საკვებში აფლატოქსინის შემცველობას გააკონტროლებს.

მთავრობის ტექნიკური რეგლამენტი – „ცხოველთა საკვებში არასასურველი ნივთიერებების შემცველობის დამტკიცების შესახებ“ ავალდებულებს ყველა ფერმერს, დაიცვას ცხოველის საკვების შენახვისა და ტრანსპორტირების პირობები, რათა არ მოხდეს საკვების აფლატოქსინით დაბინძურება.

აფლატოქსინი ობის სოკოებისაგან წარმოიქმნება. დაბინძურებული საკვების მიღებით, აფლატოქსინი ხვდება ცხოველის ორგანიზმში და გადადის რძეში, გარდაიქმნება ტოქსინად და საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას.

სურსათის ეროვნული სააგენტოდან “აგროსიახლეებისთვის” მოწოდებული ინფორმაციით, 2022 წელს, ლაბორატორიული კვლევის შედეგად, აფლატოქსინი გამოვლინდა რძის 9 ნიმუშში, 2023 წელს კი 14 ნიმუშში.

რეგლამენტი მთავრობამ 2024 წლის 29 თებერვალს მიიღო, ხოლო მისი ამოქმედების თარიღად განისაზღვრა 1-ლი ივლისი.