საქართველოს კანონმდებლობა ამ ეტაპზე სრულყოფილად ვერ განსაზღვრავს ადამიანის კომპანიონ ცხოველთა მოვლა-პატრონობისა და მათი კეთილდღეობის განმსაზღვრელ სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, ქვეყანა მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დგას, მათ შორისაა, შინაურ ბინადარ ცხოველთა უკონტროლო გამრავლება, ცხოველთა მეპატრონეების მხრიდან რეგისტრაციის სავალდებულო წესის აღუსრულებლობა, ცხოველების მომშენებლებისა და სავაჭრო ობიექტების დაურეგულირებელი საქმიანობა, არასასურველი კომპანიონი ცხოველების მიტოვება, ხშირია ადამიანების მხრიდან ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობის ფაქტებიც.
უსახლკარო ცხოველების პრობლემა თანაბრად აწუხებს დიდ ქალაქებსაც და რეგიონებსაც. ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და CRRC-საქართველოს ერთობლივი კვლევაში, უსახლკარო ცხოველები და გზები ადგილობრივი დონის ელაზე მნიშვნელოვან გამოწვევებად დასახელდა. კვლევა 2023 წლის 14 ოქტომბრიდან 4 ნოემბრამდე ჩატარდა მთელი ქვეყნის მასშტაბით ზრდასრული მოსახლეობის პირისპირი გამოკითხვით. კვლევის საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2,2%-ია. ანგარიშის მიხედვით, ბოლო სამ წელში უსახლკარო ცხოველებთან დაკავშირებული პრობლემის სიმწვავე საგრძნობლადაა გაზრდილი. ეს საკითხი მოსახლეობის უმრავლესობას (68%) აწუხებს.
გამონაკლისი არც წალკაა. მოსახლეობამ ადგილობრივ მედიას, ჩვენს პარტნიორ რედაქციას, toktv-ის უსახლკარო ცხოველების პრობლემის მოგვარებაში დახმარება სთხოვა. აქვს თუ არა წალკის მუნიციპალიტეტს პროგრამა, რომელიც ცხოველთა დაცვას, სტერილიზაციასა და კასტრაციას ითვალისწინებს, – ამ საკითხზე Tok.tv -იმ მულტიმედიური მასალა მოამზადა.
შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ კანონის პროექტთან დაკავშირებულ კითხვებს უპასუხა პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ხატია წილოსანმა. კანონის პროექტზე საკომიტეტო მოსმენები მიმდინარეობს და მისი ინიციატორი არის სწორედ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი.
ხატია წილოსანი ამტკიცებს, რომ კანონშემოქმედებით პროცესში გაითვალისწინეს საერთაშორისო გამოცდილება. გაიმართა 60-მდე შეხვედრა საჯარო განხილვებისთვის. ცხოველთა კეთილდღეობისთვის საჭირო სერვისებისთვის ბიუჯეტიდან 2024-2026 წლებში ეტაპობრივად 80 მლნ ლარი გამოიყოფა.
შინაურ ბინადარ ცხოველთა იდენტიფიცირება-რეგისტრაციის სისტემატიზებაში სახელმწიფოს FAO დაეხმარება.
ქვეყანაში უსახლკარო ცხოველები და გზები ადგილობრივი დონის ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევებად დასახელდა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და CRRC-საქართველოს ერთობლივი კვლევაში. ანგარიშის მიხედვით, 2020 წლის შემდეგ უსახლკარო ცხოველებთან დაკავშირებული პრობლემის სიმწვავე საგრძნობლადაა გაზრდილი. ეს საკითხი მოსახლეობის უმრავლესობას (68%) აწუხებს, განსაკუთრებით კი თბილისსა და პატარა ქალაქებში.
ბევრ სხვა სიახლესთან ერთად, მიმკედლებლის უფლება-მოვალეობები ახლებურად დარეგულირდება. ახლებურადაა დანახული კომპანიონი ცხოველის დაკარგვა-პოვნასთან დაკავშირებული საკითხებიც. მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში ცხოველთა ყოლაზე ლიმიტი წესდება.
შემოდის საშენების ავტორიზაციის ვალდებულება. გაწერილია საშენში ცხოველთა ლიმიტიც.
სრული გადაცემა ნახეთ აქ 👇
გთავაზობთ ამ თემაზე გაკეთებული გადაცემების ბმულებს ჩვენი მდიდარი არქივიდან: 👇