ქაღალდის წარმოების ამერიკული ინდუსტრია პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციას სთხოვს, იშუამდგომლონ ევროკავშირთან ქაღალდის ნაწარმის ექსპორტის გამარტივებაზე.
“მოვუწოდებთ პრეზიდენტ ტრამპსა და მის მრჩევლებს ვაჭრობის საკითხებში, ეს საკითხი ევროკავშირთან მოსალაპარაკებელი საკითხების სიაში მოხვდეს, რათა დავრწმუნდეთ, რომ შეერთებული შტატები ცნობილია, როგორც ქვეყანა, რომელიც ჭკვიანურად განკარგავს თავის სატყეო რესურსებს და კონტრიბუცია არ შეაქვს გაუტყეურებაში”, – ამბობს ჰეიდი ბროკი, ტყისა და ქაღალდის ამერიკული ასოციაციის პრეზიდენტი, Reuters-თან.
საქმე ისაა, რომ ევროკავშირმა 2024 წლის დეკემბერში ტყის ჩეხის საწინააღმდეგო კანონმდებლობა აამოქმედა და საკუთრ საზღვრებში აკრძალა ისეთი პროდუქციის იმპორტი, რომელიც ტყის საფარის განადგურებას, “დეფორესტიზაციას” უკავშირდება.
სხვათა შორის, ამ კანონმდებლობის ამოქმედება ევროპის ეკონომიკურმა კავშირმა რამდენჯერმე გადაავადა სწორედ სავაჭრო პარტნიორების, მათ შორის, ტრამპის წინამორბედის, ბაიდენის ადმინისტრაციის, ასევე, ბრაზილიის, ინდონეზიის თხოვნის გათვალისწინებით.
ტყისა და ქაღალდის ამერიკული ასოციაციის პრეზიდენტი Reuters-თან ამბობს, რომ ევროკავშირის ამ პოლიტიკით ამერიკელ ექსპორტიორებს მარეგულირებლის კომპლექსურ მოთხოვნებზე უწევთ მორგება და მნიშვნელოვან ტექნიკურ ბარიერებს აწყდებიან, რის გამოც, ხარჯები ეზრდებათ.
ტრამპის ადმინისტრაციის პოზიცია ამ საკითხზე ჯერ უცნობია.
ევროკავშირის მოქმედი კანონის ფარგლებში, ბლოკის ბაზარზე რძის ნაწარმის, ყავის, კაკაოს, ხისა და სხვა პროდუქტების იმპორტიორებმა უნდა წარადგინონ დამადასტურებელი დოკუმენტები, რომ მათი წარმოება და მიწოდების ჯაჭვი არ მონაწილეობენ “დეფორესტიზაციაში”, ანუ გაუტყეურერბაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოქმედებს საჯარიმო სანქცია და პროდუქტიც მოიხსნება ევროპის ბაზრიდან.
ტყის ჩეხის საწინააღმდეგო პოლიტიკის მიზანია, ევროპელმა მომხმარებლებმა არ გააძლიერონ ტყეების გაჩეხვა, ამაზონიდან სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიამდე. ტყე ემისიების ერთ-ერთი უდიდესი “ჩამჭერია”. Global Witness-ის თანახმად, მინიმუმ 120 მილიონი ტონა CO2-ის ემისია გამოწვეული იყო ტყის განადგურებით, რომელიც დაკავშირებულია ევროკავშირის საქონლის იმპორტთან 2021-2022 წლებში.
აშშ-დან ტყის პროდუქტების ევროკავშირში ექსპორტი $5.3 მილიარდადაა შეფასებული.
აშშ არის ევროპის უმსხვილესი მიმწოდებელი სპეციალიზებული რბილობისა, რომელიც გამოიყენება ბავშვთა საფენების და ქალის ფიგიენური საფენების დასამზადებლად.
განმარტება რედაქციისგან: კლიმატის გლობალური ცვლილება თანაბრად აზარალებს მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანას. განსაკუთრებულად მოწყვლადი, ამ მხრივ, განვითარებადი ქვეყნებია, რადგან მათ კლიმატის შერბილბა-ადაპტაცია-მიტიგაციისთვის ფინანსური რესურსი არ აქვთ. სოფლის მეურნეობა კი კლიმატსა და ამინდზე ყველაზე მეტადაა დამოკიდებული. ამიტომაც, “აგრო სიახლეები” კლიმატგონივრულ რეპორტინგს წლებია დიდ ყურადღებას უთმობს, ანუ, მუდმივად ამახვილებს მკითხველისა და მაყურებლის ყურადღებას კლიამტის ცვლილებაზე, ეკოლოგიაზე, გარემოს დაცვაზე, ნარცენების მართვაზე, რეციკლირებად ცირკულარულ ეკონომიკაზე, აგროქიმიის დოზირებულ გამოყენებაზე, ბიოსასუქების უპირატესობაზე, ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება-კონსერვაციის საკითხებზე, სტიქიური მოვლენების საფრთხეებზე და რეაგირების გეგმის აუცილებლობაზე,ნებისმიერი ტიპის მშენებლობაში გარემოზე ზემოქმედების გეგმის (გზშ) სრულფასოვნების აუცილებლობაზე, მწვანე ენერგიებზე, ბიოწარმოებაზე, აგროტურიზმზე, ეკოტურიზმზე, კლიმატოგინვრულ სოფლის მეურნეობასა და ყველაფერზე, რაც ჯანსაღ აგროგარემოს უკავშირდება. ამ საკითხებზე გიყვებით ადგილობრივ ამბებსაც და გთავაზობთ მსოფლიოს გამოცდილებასაც იმისთვის, რომ გაიგოთ, რა ხდება, ამ მხრივ, განვითარებულ ქვეყნებში და სად ვართ ჩვენ.