Skip to content Skip to footer

ახმეტაში აბრეშუმის ფესტივალი გაიმართა

სოფელ აწყურში აბრეშუმის ფესტივალი გაიმართა. ღონისძიება მოეწყო აბრეშუმის საშრობის ისტორიულ შენობაში, რომელიც ერთადერთი შემორჩენილი ნაგებობაა საბჭოთა პერიოდში არსებული 300 ანალოგიური შენობიდან. ფესტივალზე წარმოდგენილი იყო ადგილობრივების მიერ წარმოებული აბრეშუმის პარკი და მისგან დამზადებული სუვენირები, ხელოვნების ნიმუშები, კოსმეტიკა და საყოფაცხოვრებო ნივთები. სტუმრებმა ახლოს გაიცნეს ადგილობრივი ფერმერებისა და რეწვის ოსტატების პროდუქცია, ადგილზე გაიმართა მასტერკლასები ტრადიციული რეწვის ოსტატებისგან, აქვე იყო ბავშვების კუთხეც. ეს ყველაფერი უგემრიელესი საკვების, სამელისა და მუსიკის თანხლებით. დეტალები “აგრო სიახლეებში”.